წმიდა მამა ექვთიმე მჭედლიშვილი. ხსენება 21 აგვისტო. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დავით გარეჯის მამათა მონასტერში..
გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტი 1775-1804 წლებში. იყო ფილოსოფიასა და ღვთისმეტყველებაში დიდად განსწავლული, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის კარზე დაახლოებული პირი, სამეურნეო-ეკონომიკური საქმეების კარგი ორგანიზატორი. ექვთიმემ ააშენა ლეკების მიერ გადამწვარი სოფელი ხაშმი. აშენებდა ვენახებს, წისქვილებს, მიწაზე ასახლებდა უმიწაწყლო, გადმოხვეწილ გლეხებს. მისი ინიციატივით იოანე ნათლისმცემლის მონასტერს გადაეცა არაერთი ყოფილი სამეფო მამული. ექვთიმეს თაოსნობით სავანეში ითარგმნებოდა სასულიერო ლიტერატურა. მან საბა ნინოწმინდელის დავალებით, დაწერა წმინდა ნინოს საგალობლები. 1797 წელს, როდესაც თბილისში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა, უდაბნოს ბერები, ექვთიმეს ხელმძღვანელობით, ეხმარებოდნენ ავადმყოფ და უპოვარ ხალხს. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ, ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი მოღვაწე წმინდანად შერაცხა. ღირსი ექვთიმეს ხსენების დღეა 8 (21 აგვისტო).
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.114
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი)
„სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა არქიმანდრიტი, ღირსი მამა, ექვთიმე -– XVIII ს-ის | ნახევარში კახეთში სათავადო გლეხის ოჯახში დაიბადა. იგი იყო თავად გარსევან ჭავჭავაძის თუ მისი ძმის, სულხანის ნაყმევი. პლატონ იოსელიანი
მას მჭედელაშვილად მოიხსენიებს: „ექვთიმე მჭედელაშვილი, ჭავჭავაძეთა ყმა, მდაბალთა გვართაგანი, გარნა მაღლად მაღალთა ზედა გვაროვანთა მდგომარე მონაზონების სიწმინდითა და ღირსებითა“. უცნობია სად მიიღო საეკლესიო განათლება (სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერი ბერად ერეკლე II-ის დროს ალღიკვეცა. 1776 წლის 9 ივნისს ოფიციალურ საბუთებში უკვე გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახ. მამათა მონასტრის წინამძღვრად იხსენიება: „ნათლისმცემლის მონასტრის მეურნე წინამძღვარი უღირსი არქიმანდრიტი ევთიმე/ევთიმი". იოანე ბატონიშვილი თავის ნაშრომში არქიმანდრიტ ექვთიმეს ასე ახასიათებს: „ეფთვიმი წინამძღვარი წმიდის ნათლისმცემლის მონასტრისა, კაცი ფილოსოფოსი და ღმრთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე. ამან ფრიად იღვაწა მონასტრისათვის და აღაშენა სოფელი ხაშმი, რომელიც იყო ქსნის ერისთავთა ლეკთა მოყვანის მიზეზით დამწვარი. აღუშენა უცხო ვენახი და წისქვილნი, რომელნიც აწ განუყიდა თეოფილაქტემ, თქვენგან დადგინებულმან. ამან მრავალი შემატა მონასტერსა, ვითარცა ნივთნი, ეგრეთვე მამულნიცა. და ესე იყო ფრიად მემარხულე და მლოცავი და თითქმის სასწაულისა მოქმედებასა შინაცა მიწევნილი და სხვებრ სტუმართმოყვარე. და ესრეთ დაასრულა ცხოვრება თვისი. და ამანცა ასწავა რაოდენთამე მოწაფეთა ფილოსოფია და ღმრთისმეტყველება“. პლატონ იოსელიანი მის შესახებ წერდა: „ევთიმი, არქიმანდრიტი წინამძღვარი ნათლისმცემლის უდაბნოსი, მოძღვარი მეფისა. მისი იყო ხშირად საუბარში თქმა: „ქრისტეს ღვთის მადლითა“. ესე თქმა მიიღო თვით მეფემან გიორგი მისგან და ხშირად ხმარობდა საუბართა შინა და წერილთაცა თვისთა და თვით მიწერმოწერასაცა შინა სამეფოისა საქმეთა გამო“, ევთიმი იყო დიდი მოღვაწე მეუდაბნოე, სიწმინდითა სავსე. გამოსრული მონასტრით მისასვლელად ხაშმისა სოფელსა, წარიტაცეს ლეკთა ტყვედ. მასთანავე წარიყვანეს სხვაცა ბერი ამფილოქე. ესე ამფილოქე ტანით მაღალი,
გრძელწვერა და მხნე სხეულითა, ლეკთა მიიღეს პატივითა: ჰგონებდენ მას თავად მონასტერისა და ძვირფასად საგონებელად. ამისთვის შესვეს იგი ცხენსა და პატივითა მიჰყვანდათ, ევთიმი ტანით მცირედი, არა სახიერი და სუსტი, მიჰყვანდათ ქვეითად და იტყოდენ მისთვის უპატიოდ: მაგისათვის რას მოგვცემენო? შემდგომად ერთისა თთვისა სცნეს ლეკთა, რომელ ევთიმის გამოსახსნელად წარუვლინა მეფემან გიორგი ოცდაათი თუმანი და მეორისა ბერისათვის ოთხი თუმანი. ლეკთა მოიხადეს ბოდიში და ესრეთ პატივით მოიყვანეს თვისსა უდაბნოსა“. არქიმანდრიტ ექვთიმეს მოტაცების ამბავი 1778 წელს მოხდა. თ. ჟორდანიას „ქრონიკების“ II ტომში ვკითხულობთ: „ქ. ნათლისმცემლის მონასტრის არხიმანდრიტი ღირსი მამა კაცი ღვთისა ეფთვიმი დაიკარგა ივნისის 8, დღესა პარასკევსა, ქკს, 368-სა“".
არქიმანდრიტ ექვთიმეს ღირს მამად მოიხსენიებს ასევე ცნობილი საეკლესიო მოღვაწე არქიმანდრიტი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი): „ევთიმი წინამძღვარი, კაცი ღირსი და მოღვაწებით განკაფული“, და
ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმ, გაბრიელ მცირე (+1802წ.): „არხიმანდრიტი ამის მონასტრისა კაცი ღმრთისა
და ყოვლად ღირსი ევთიმი". „კალმასობაში“ იგი გამოყვანილია „ხაშმზე მყოფ წინამძღვრის“ სახით. მისი წინამძღვრად დანიშვნის დროს ნათლისმცემლის მონასტერი დაუძლურებული იყო, ხოლო მამული
მისი მოოხრებული ჟამთა ვითარების გამო. ერეკლე I-ისა და საბა ნინოწმინდელის დასტურით სხვა მონასტრები დაეხმარნენ ნათლისმცემლის სავანეს, რის შემდეგაც იგი დაწინაურდა და გაუსწრო მრავალმთის სხვა მონასტრებს. არქიმანდრიტ ექვთიმეს სულიერი შვილი გახდა ტახტის მემკვიდრე გიორგი ბატონიშვილი, რამაც მოძღვარი სამეფო კართან დაახლოებულ პიროვნებად აქცია. არქიმანდრიტი ექვთიმეს სისტემატურმა ბრძოლამ მამულებს აღდგენა-შეძე
5-1 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.18
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) (გაგრძელება)
ნისათვის, დიდად შეუწყო ხელი მონასტრის ეკონომიურ წინსვლას. იგი ყიდულობდა გლეხებსაც. იმატა შეწირულობებმაც. ამ პერიოდიდან ნათლისმცემლის მონასტრის განკარგულებაშია: სოფ. სამაჩვეთის მესამედი (1784წ.), სოფ. ვეფხვისციხიდან სამეფო კოდისპურის ნახევარი (60 კოდი, 1798წ.). 1778 წელს მონასტრის მამულებს ემატება გაუქმებული კაწარეთის ეპარქიის ყმა-მამულები (1791 წელს არქიმანდრიტი ექვთიმე მოხსენიებულია „კაწარეთის ეპარქიის მეურნედ“). სოფ. ხოდაშენის მონასტერი მისი ყმა-მამულით და სამღებროები: ხაშმში, მანავსა და მაშრაანში. არქიმანდრიტი ექვთიმე წიგნიერი კაცი ყოფილა. მას ნინოწმიდელი მიტროპოლიტ საბას (ტუსიშვილი) ლოცვა-კურთხევითა და დავალებით გადაუწერია წმ. ნინოს საგალობლები: „ათორთა უდაბნოთა მაკურთხეველმან, ყოვლად სამღვდელომან, ნინოწმიდელ მიტროპოლიტმან საბა მიბრძანა მე ნათლისმცემლის მონასტრის არქიმანდრიტს უღირს ექვთიმეს აღწერად მუხლედნი „გიხაროდენ“ საქართველოს განმანათლებლისა, მოციქულთა სწორისა, დედისა ნინოსი". გარდა ამისა, მამა ექვთიმეს მონასტერში შეუკრებია წიგნები. ის ზოგჯერ საერო პირებსაც კი აძლევდა მონასტრის ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლებას. ასეთი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს „ქართლის ცხოვრების“ ერთი საყურადღებო ხელნაწერის საცავ ფურცელზე მკრთალად
შესრულებული კრიპტოგრამა, რომელიც ასე იკითხება: „ქ. ამაღლებულის მეფის გიორგის ძემან თეიმურაზ ვინათხოვრე წიგნი ესე ქართველთ ცხოვრება მაღალ ღირსის წინამძღვრის ევთუიმისაგან ჟამსა მას, რაჟამს ვიყავ ათჩვიდმეტისა წლისა“. მან აღზარდა შემდგომი პერიოდის მოღვაწე არაერთი სასულიერო პირი, რომელთაც ღირსეული კვალი დატოვეს XVIII ს-ის ბოლოსა და XI ს-ის დასაწყისის ქართული ეკლესიის ისტორიაში.
1794 წელს არქიმანდრიტმა ექვთიმემ ერეკლე მეფის დასტურით სოფ. მანავში ააშენა ღლვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძარი. 1796 წლის 15 მარტს არქიმანდრიტი ექვთიმე რუსეთში მყოფ გარსევან ჭავჭავაძეს წერდა: „ვახტანგ ყაფლანისშვილს თეკლა მისცეს. ეს საქმე მე გამარიგებინეს სანატრელ მეფესთან“. 1797 წლის სექტემბერში ს თაალბსში შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა. მცხოვრებლები გაიხიზნენ და ტყეებსა და ხეობებს შეეკედლნენ. სამეფო კარი კახეთში გადავიდა. ატყდა ტყება და ვაება დიდთა და მცირეთა, ობოლთა და ქვრივთა. უდაბნო-მონასტრებიდან გამოსული მოღვაწე ბერები მფარველ ანგელოზებად მოევლინნენ ავადმყოფობისა და შიმშილისაგან ღონემიხდილ ხალხს; ეხმარებოდნენ, ემსახურებოდნენ და ნუგეშს სცემდნენ მათ. ამ საქმეში თავი გამოიჩინა არქიმანდრიტმა ექვთიმემ: „წინა უძღოდა მათ ევთიმი, მოძღვარი მეფისა და მოეშველნენ განბნეულთა პურითა და ღვინითა, საჭმლითა და საქონლითა“ –– წერდა პლატონ იოსელიანი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იგი იყო ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის სულიერი მოძღვარი და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი, განსაკუთრებით მხარს უჭერდა რუსეთის მფარველობის ქვეშ საქართველოს შესვლას. მეფეს და მის მოძღვარს გულწრფელად სჯეროდათ ერთმორწმუნე რუსეთის და მისი იმპერატორის, თუმცა მეფის გარემოცვაში ყველა არ ფიქრობდა ასე. კათოლიკე ექიმმა პატრმა ნიკოლა და რუტილიანომ (1801 წლის 22 ნოემბერს გააძევეს აღმოსავლეთ საქართველოდან რუსეთის იმპერიის მოხელეებმა) ურჩია მეფეს არ შესულიყო რუსეთის მფარველობაში, რადგან „უცხო ნათესავი, პატრონად ქვეყანისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებელად“. იგივეს ურჩევდა გიორგი XII-ს ჯვარის მამა ათანასე (შემდგომში –– იერუსალიმის პატრიარქი),
რომელმაც მოატანინა ბიბლია და წაუკითხა მეფეს ამონარიდი ისაია წინასწარმეტყველის მე-3 თავიდან, სადაც წერია: „აჰა, მეუფე უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა, გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა,
და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა, და ერგასისთავსა და საკვირველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და
გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა. და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ... რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაი
თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს. და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა
5-2 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.19
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) (გაგრძელება)
წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის. რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაი დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ... ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერხთა თქვენთასა აღაშფოთებენ... მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა... და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათვის შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაი. და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახვილითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახვილითა დაეცნენ. და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოიდა ქვეყანად მიმართ დაიატაკდე“. ეს რომ მეფემ მოისმინა ფრიად დამწუხრდა და საფიქრალს მიეცა. მოახსენეს ეს ამბავი მამა ექვთიმეს. იგი სასწრაფოდ ჩამოვიდა მონასტრიდან და გაამხნევა მეფე და არწმუნა, არ შეეცვალა თავისი პირველი აზრი. დაწყნარდა გიორგი XII და სთქვა: „სხვა პატრონი არა გვყავს ჩვენ გარდა რუსთა ხელმწიფეთა“. აქედან ჩანს, რომ არქიმანდრიტი ექვთიმე დიდ იმედებს ამყარებდა ერთმორწმუნე რუსეთზე, რის გამოც, მან უამრავი მტერი გაიჩინა და სიცოცხლის უკანასკნელი წლებიც ჩაიმწარა. ამასთან დაკავშირებით, მას საიდუმლო მიმოწერაც ჰქონდა რუსეთის იმპერიის მოხელეებთან, რაც კარგად ჩანს მისი წერილიდან გენერალ კარლ კნორინგისადმი, რომელიც 1802 წლის 23 აპრილით თარიღდება: „უმდაბლეს პატივის-ცემას და ლოცვას მოვახსენებ: 30 წელიწადია გლახა მონასტერი მომბარდა იძულებით მეფისა, კათალიკოზისა, მეფის-ძეთ და სხვათა ყოვლადსამღვდელოთაგან. აწ ყოველთ იციან, ნათლისმცემლის მონასტერი ვითარ დიდად ამაღლებულა საქართველოს ეკლესიაში: ამდენ წელს არავის გაუგონია მონასტრის ბერთ ჩემთან ხმის ამოღება შესძლებიყო -–- რუს ხელმწიფეს საქართველო ამან მიართვაო. ბერები ამიტეხეს და ამ მიზეზით მტანჯავენ. ჭეშმარიტია, საქართველოს ტყვეობის გამოხსნისათვის მე გიორგი ვაწუხე, დიდხანს დავშვერ სამღთოს მადლითა საქართველო მისის დიდებულებისათვის მივართმევინე. ჭეშმარიტება მოწამეა, თუ არა ჩემის დიდის შრომით ეს საქმე არ მოხდებოდა. ახლა ამის მიზეზით ვიტანჯები. ყოველთ კიდეთ იპყრობთ, თქვენთვის დევნილი არ შემიწყალოთ სამართალია მისის დიდებულების თქვენის ხელმწიფის ჯვარი ხომ მკიდია, ამას აღარ პატივსსცემთ? ჩემი საქმე ალექსანდრე ჭავჭავაძისაგან, მაიორ სააკაძისაგან და იოსებ პროთაპოპისაგან მოიხსენეთ. ჩემი მოხსენება საიდუმლო იყოს, უარესს მიყოფენ“. სამწუხაროდ, გიორგი მეფის გარდაცვალების შემდეგ რუსებმა
დაივიწყეს მამა ექვთიმეს სამსახური და ამაგი და დევნიდნენ მას.
ქალაქიდან გაგზავნილმა იმპერიის მოხელემ შეურაცხყოფა მიაყენა მოხუცებულ წინამძღვარს, უშვერი სიტყვებით მოიხსენია და
მისი წინამძლვრობიდან გადაყენება მოითხოვა. შემდგომში მამა ექვთიმე იხსენებდა პატრი ნიკოლასა და ათანასეს სიტყვებს და იტყოდა:
„ჭეშმარიტად ღირსი არს მუშაკი სასყიდლისა; მომეგო მე ჯერისაებრ. სოფელსა შინა მყოფსა, მომხვდა მე სოფლისა მათრახი, ღმერთო ჩემო! ნუ მიმცემ მე უმეტესსა სასჯელსა; მოქმედება ჩემი და
მეცადინეობა რუსთა მოყვანისა არა იყო ორგულება ქვეყნისა“. რუსეთის ხელისუფლება მას რომ აღარ ენდობოდა, დასტურდება ქართლ-კახეთში რუსეთის იმპერიის წარმომადგენლის პეტრე კოვალენსკის წერილით გენერალ კ. კნორინგისადმი, რომელიც 1802 წლის 15 ნოემბრით თარიღდება: „თავადი ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ძმებით ავალოვებით... და განსაკუთრებით არქიმანდრიტი ექვთიმე იყვნენ და არიან ხალხის მერყეობის მიზეზიო“. გიორგი XII-ის გარდაცვალების დროს არქიმანდრიტი ექვთიმე ერთი წუთით არ მოშორებია თავის სულიერ შვილს და ამხნევებდა მას. პლატონ იოსელიანი წერდა: „27 დეკემბერს დილით მეფესა დაეკარგა
მადა. არღა ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროდ მოითხოვდა ალიბუხტარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევფთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესრეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვალად ეზიარა მეფე დიდითა ცრემლითა დენითა და ვედრებითა“. 28 დეკემბერს მეფე კიდევ ერთხელ ეზიარა და დილის 1 სა
5-3 საპატრიარქოს უწყებანი N5 9-15 თებერვალი 217წ გვ.20
არქიმანდრიტი ექვთიმე (მჭედლიშვილი) (დასასრული)
ათზე განუტევა სული. იმავე დღეს მამა ექვთიმემ წაიკითხა მეფის ანდერძი,
რომელიც შენახული იყო გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში წმ.
იოანე ნათლისმცემლის ხატის წინ დაკიდებულ კანდელში. ანდერძში მეფე ითხოვდა ნათლისმცემლის მონასტერში დასაფლავებას, სადაც წ
წინდაწინვე განემზადებინა ადგილი, მაგრამ იმ ჟამად სამეფოში არსებული დაძაბული ვითარების გამო მისი დამარხვა სვეტიცხოველში მოხდა და
ისიც 22 თებერვალს. მანამდე მისი სხეული სიონის ტაძარში
ესვენა. შემდგომში მის გამზადებულ ადგილას მისი მოძღვარი, არქიმანდრიტი ექვთიმე დაიკრძალა. კვლავ პლატონ იოსელიანს მოვუსმინოთ: „ზედ წარწერა თვით ვერცხლისა კანდელისა ოქროთ დაფერილისა, დღემდე კიდულისა წინაშე ნათლისმცემლის ხატისა არის
შემდეგი: „ქ. წინამძლვრობასა ევთიმისასა, ჩვენ ყოვლად უღირსმან საქართველოსა მეფის ძემ გიორგიმ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი კანდელი ვეცხლისა, შენ, სასოსა და მეოხსა ჩვენსა, ნათლისმცემლის მონასტერს, მრავალმთისასა, რათა მფარველ მექმნა მრჩობლსავე ცხოვრებასა შინა მეუღლით ჩემით, ძეებითა და ასულებითა. წელსა
ჩღპბ (1782)“. 1802 წლის 12 აპრილს გენერალმა კ. კნორინგმა სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ ქართლკახეთის თავადებსა და სამღვდელოებას ალყა შემოარტყა, სადაც „საზეიმოდ“ წაიკითხეს საქართველოს სამეფოს რუსეთთან შეერთების (ანექსიის) აქტი. შემდეგ მან თავადებს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის დადება აიძულა. თავადების ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა, ხოლო დანარჩენებმა ფიცი იძულებით თქვეს, ვინც უარი განაცხადა, დააპატიმრეს. ფიცის ფურცელზე ხელი მოაწერეს: კათოლიკოსმა ანტონმა, მთავარეპისკოპოსმა იუსტინემ, თბილელმა არსენმა, ბოდბელმა იოანემ, რუსთველმა სტეფანემ, სამთავნელმა გერვასიმ, ნეკრესელმა ამბროსიმ, ნიქოზელმა ათანასემ, ნათლისმცემლის წინამძღვარმა ექვთიმემ, კონსტანტინე მუხრანბატონმა, იოანე ორბელიანმა, ზაალ ბარათაშვილმა, აბელ ჩოლოყაშვილმა, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილებმა, ალექსანდრე მაყაშვილმა, ელიზ2 ბარ ფალავანდიშვილმა, გიორგი ავალიშვილმა და სხვ. არქიმანდრიტი ექვთიმე
1804 წლის აპრილის პირველ რიცხვებში ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. საქართველოს სამოციქულმა მართლმადიდებელმა
ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ეკლესიისა და ერისათვის დამაშვრალი, გაჭირვებულთა იმედი და ნუგეში, „მრავალღვაწლშემოსილი“ ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი არქიმანდრიტი ექვთიმე. მისი ხსენების დღეა -- 21 აგვისტო (ძვ. სტ. -– 8 აგვისტო).