თეიმურაზ მჭედლიშვილი
დაიბადა 1960 წლის 11 მაისს, ქ. ხაშურში. 1977 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის MI საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის ელიავას სახელობის ტექნიკუმში. I კურსზე გადასვლის შემდეგ მუშაობას იწყებს ქ. თბილისის სალოკომოტივო დეპოში, მუშად. მალე ხდება ელმავლის მემანქანის თანაშემწე, მერე კი ელმავლის მამენქანე. 1985 წ. ჩაირიცხა ქ. დონის –– როსტოვის რკინიგზის ინსტიტუტში.
სწორედ, საქართველოზე თავსდატეხილმა უბედურებამ ააღებინა ელმავლის მემანქანეს იარაღი ხელში. 1992 წლის დასაწყისში ის შედის „მხედრიონის“ რიგებში და მონაწილეობას იღებს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
თეიმურაზი ერთგულად ემსახურებოდა საყვარელ სამშობლოს. ხაშურელი მხედრიონელი, გვარად ბლიაძე, რომელიც თემურთან ერთად იცავდა ჩვენს ძირძველ მიწას, იხსენებს, რომ ყველას, და მათ შორის, ბატონ ჯაბა იოსელიანს, აოცებდა თემური თავისი ბეჯითი და უანგარო შრომით.
1992 წლის ავბედით 24 სექტემბერს, თეიმურაზი მორიგე ყოფილა გადამცემზე. მოსულა შეტყობინება, -- ჩვენი დაზვერვის საბრძოლო მანქანა დახმარებას ითხოვდა. თემური და რამდენიმე მებრძოლი საბრძოლო მანქანით გაემართნენ დასახმარებლად. როგორც თანამებრძოლები შემდეგში იხსენებდნენ, თეიმურაზი კოშკურაში ყოფილა ამოსული და სწორედ ამ დროს აფეთქებულა ჭურვი, რომლის ნამსხვრევიც მას თავში მოხვედრია, მძიმედ დაჭრილა, მაგრამ მაინც გაუგრძელებია მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. სნაიპერის მიერ ნასროლმა ტყვიამ კი თეიმურაზის წინააღმდეგობა შეაჩერა, რადგან თვალის არეში მიღებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.
თანამებრძოლებმა ჩამოასვენეს მისი ცხედარი მშობლიურ ქალაქში და ღირსეულად მიაბარეს სამშობლოს მიწას.
გმირულად დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი აფხაზეთში, კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას. მისი გმირობა მთავრობის მხრიდან დაფასებულ იქნა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური