სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მწერალი/პოეტი
სოსო მჭედლიშვილი 1953წ დრამატურგი, დაბ. მწერალი, სცენარისტი, თბილისი
ბმულის კოპირება

მწერალი/პოეტი

გვარი მჭედლიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

322       ბეჭდვა

სოსო მჭედლიშვილი 1953წ დრამატურგი, დაბ. მწერალი, სცენარისტი, თბილისი

სოსო მჭედლიშვილი (1953) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1975 წელს; კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი (ვგიკ, მოსკოვი), კინოდრამატურგის სპეციალობით 1986 წელს.



1979-1981წწ. სტაჟირება გაიარა მეცნიერების პროგნოზირების განყ-ში სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური მათემატიკის ცენტრალურ ინსტიტუტში (ЦЭМИ АН СССР) მოსკოვი; 1996-1997წწ. კულტურის პოლიტიკის დარგში – საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების, იუნესკოს საფრანგეთის კომისიის ერთობლივ " Formation Internationale Culture "-ში(პარიზი); 1997 წელს - ARTE, ფრანგულ-გერმანული ტელეარხი - სტაჟირება თემატური გადაცემის "თჰემა-ს" რედაქციაში(სტრასბურგი). 1992 წლიდან კითხულობს ლექციებს კინოდრამატურგიაში ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, 1991-1993წწ.  ხელოვნების აკადემიაში, 1989-1992წწ. თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1987-1992წწ.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1996-1997წწ. იგი არის  საქართველოს სკაუტების ორგანიზაციის წარმომადგენელი დასავლეთ ევროპაში. ი. მჭედლიშვილი არის მრავალი დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის სცენარის ავტორი. წლების მანძილზე თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ და რუსულენოვან ჟურნალებთან და გაზეთებთან. არის კულტურისა და კულტურის პოლიტიკის სფეროში მრავალი პროექტის ავტორი და თანაავტორი.


    ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

    • რეგისტრირებული კავშირი "სახიერი საქართველო", პრეზიდენტი (2002-2004)

    ჯილდოები, პრემიები და პრიზები

    • 2006 - ჟურნალი "სენატორი" (რუსეთი) სამამულო ომის დასრულების მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილი სალიტერატურო კონკურსი (პრიზი)
      მოთხრობა ''ინტერმეცო''
    • 2006 - ლიტერატურული პორტალი "ლიტკონკურსი" , თეატრალური პიესისათვის (სპეციალური პრიზი)
      მოთხრობა "მუზეუმის მცველი"
    • 1998 - მე-9 არხის მიერ გამართული კონკურსი (პირველი პრიზი)
      ტელესერიალის პროექტი ''ბურდო"
    • 1997 - სტუდია "ადამ და ევას" მიერ გამართული კონკურსი, მხატვრული ფილმის სცენარი "ელისეს მინდვრები" (პრიზი)
    • 1984 - ცენტრალური სასცენარო სტუდია(მოსკოვი) , მხატვრული ფილმის სცენარი "ჩემი მეგობარი სამსონი" (პრიზი)
    • ჟურნალ "კინოსცენარი"-ს მიერ გამართული კონკურსი(მოსკოვი), მხატვრული ფილმის სცენარი "ელისეს მინდვრები" (პრიზი)

    ბიბლიოგრაფია


    კონტაქტი Facebook

    საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

    დავით ფეიქრიშვილი
    დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.01.2020
    ბოლო რედაქტირება 01.01.1970
    სულ რედაქტირებულია 0

    ნათია ბოტკოველი
    ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 13.03.2023
    სულ რედაქტირებულია 1



    რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

    1 0


    ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

    3 0


    იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

    1 0


    ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

    4 0


    ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

    1 0


    ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

    2 0