სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაურ მჭედლიშვილი გარდ. აფხაზეთი მცხოვრ. რუსთავი ზაურ მჭედლიშვილი გარდ. აფხაზეთი მცხოვრ. რუსთავი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი მჭედლიშვილი სია

რუსთავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

33       ბეჭდვა

ზაურ მჭედლიშვილი გარდ. აფხაზეთი მცხოვრ. რუსთავი

ზაურ მჭედლიშვილი გარდ. აფხაზეთი მცხოვრ. რუსთავი

ზაურ  მიხეილის  ძე  მჭედლიშვილი  დაიბადა  1951  წლის  10  თებერვალს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  ახალ  კინდღში. დაამთავრა  მშობლიური  სოფლის  საშუალო  სკოლა,შემდეგ  სწავლა  სოხუმის  ქორეოგრაფიულ  სასწავლებელში  გააგრძელა ,მუშაობდა  ახალი  კინდღის  საშუალო სკოლაში.

   სამშობლოს  ერთგული  ჯარისკაცი  აფხაზეთში  ომის  დაწყებისთანავე  ეროვნული  გვარდიის  რიგებში  ჩადგა. ვაჟკაცი,დინჯი,სიტყვაძუნწი,ჭკვიანი-ასე  ახასიათებენ 42  წლის  ზაურს ახლობლები.... ზაურ  მჭედლიშვილი  1992 წლის  20  ნოემბრიდან  გაწვეულ  იქნა  ოჩამჩირის  რაიონის  სამხედრო  კომისარიატის  მიერ. ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული   ბრიგადის  მე-5 ბატალიონში.

   ადგილობრივი  მოსახლეობა  დიდ  პატივს  სცემდა  ზაურს,იგი  ყველას  ნუგეშად  ევლინებოდა...  საზოგადოებრივი  საქმეების  ნამდვილ  სულისჩამდგემელს  სწამდა  საკითხის  მშვიდობიანად  გადაწყვეტის...

   ზაურ  მჭედლიშვილი  1993  წლის   2  ივლისს  გმირულად  დაიღუპა სოფელ  ტამიშის  მისადგომებთან.

  საქართველოს   პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ზაურ  მჭედლიშვილი,სიკვდილის  შემდეგ,დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III ხარისხის  ორდენით.


ფოტო გადაღებულია რუსთავის კომისარიატში



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0