სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ასათიანი სასულიერო ოჯახი დღნორისიდან (წყალტუბო) ასათიანი სასულიერო ოჯახი დღნორისიდან (წყალტუბო)
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ასათიანი სია

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ასათიანი სასულიერო ოჯახი დღნორისიდან (წყალტუბო)

საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.17

დღნორისელი ასათიანები


დღნორისელი ასათიანების ოჯახში მრავალი ღირსეული მამულიშვილი აღიზარდა. ლეჩხუმელი ასათიანების ეს შტო აზნაურთა წოდებას განეკუთვნებოდა. გვარი ასათიანი წარმოშობილია საკუთარი სახელიდან „ასათ“, რაც არაბულად ლომს ნიშნავს. ამ გვარის არაერთი წარმომადგენელი წარმატებით მოღვაწეობდა საქართველოში, როგორც მეცნიერების, ისე კულტურისა და პოლიტიკის სფეროში. გარდა საერო პირებისა, მათ გვარში რამდენიმე სასულიერო პირიც გვხვდება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დღნორისელ ასათიანებში პირველი სასულიერო პირი ნიკოლოზ ასათიანი ყოფილა. იგი 1746 წელს დაიბადა, თუმცა დღნორისის ეკლესიის ეზოში შემორჩენილია მამა ნიკოლოზის საფლავის ქვა, რომელზეც აღნიშნულია მისი დაბადებისა და გარდაცვალების წლები -- 1746-1833, ხოლო საარქივო საბუთებზე  დაყრდნობით იგი დაბადებულია 1764 წელს. მის შესახებ მწირი ცნობებია შემორჩენილი. მამა ნიკოლოზს წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, იღუმენ სვიმონთან მიუღია. XVIII საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ცაგერელმა მიტროპოლიტმა სოფრონმა (ღოღობერიძე) იგი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ მალევე მლვდლად დაასხა ხელი და დღნორისის წმინდა  გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ნიკოლოზის თაოსნობითა და მეცადინეობით 1813 წელს აშენდა დღნორისის ახალი ქვიტკირის ეკლესია, რომელსაც იქვე, გვერდით, ხის სამრეკლოც მიუდგეს, სადაც ერთი ზარი ეკიდა (შემდგომში დღნორისის ეკლესია, კერძოდ კი “– 1902-1904 წლებში, მამა ნიკოლოზის შთამომავლების მიერ გარემონტდა და რესტავრაცია ჩაუტარდა. განახლებული ტაძარი 1904 წლის 13 ნოემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), ლეჩხუმის


22-1  საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.18

დღნორისელი ასათიანები (გაგრძელება)

ოლქის სამღვდელოებასთან ერთად, საზეიმოდ აკურთხა). მღვდელი ნიკოლოზი 1833 წელს გარდაიცვალა. მას ჰყავდა ორი ვაჟი: დავითი (დაბადებული  1792 წელს) და სვიმონი (დაბადებული 1795 წელს), მათ საერო ცხოვრება აირჩიეს. სასულიერო მოღვაწეობა, დავითის უფროსმა ვაჟმა -– გიორგი ასათიანმა გააგრძელა. იგი XIX ს-ის  20-იანი წლების დასაწყისში სოფელ დღნორისაში დაიბადა, პირველდაწყებითი განათლება ოჯახში, ბაბუას მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო, რომელიც პატარა გიორგის ღრმად უნერგავდა ღვთისა და ეკლესიის სიყვარულს. მას დიდი სურვილი ჰქონდა შვილიშვილებიდან ერთ-ერთი მაინც გამხდარიყო მოძღვარი, რადგან მისმა ვაჟებმა საერო ცხოვრება ირჩიეს. როცა წამოიზარდა, გიორგი ცოდნის გასაღრმავებლად ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში მიაბარეს, სადაც იმ პერიოდში მოღვაწეობდა იღუმენი დოროთე, მან ყმაწვილ გიორგის საფუძვლიანად შეასწავლა წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. XIX საუკუნის 30-იანი წლები. მიწურულს გიორგი დაქორწინდა ეკატერინე ზურაბის ასულ ახვლედიანზე, რომელთანაც 6 შვილი შეეძინა: თეოფანე, ფატა (ელეფთერა), ნატალია, დოროთე, ლებეოსი და ირაკლი (გარდაიცვალა ადრეულ ასაკში). 1836 წელს, როგორც საუკეთესო მოწაფე, იგი ცაგერის მონასტერში მედავითნედ დატოვეს, ხოლო 1838 წლიდან სამეგრელოს ეპარქიაში, სოფელ თეკლათის მამათა მონასტერში განამწესეს, სადაც XIX საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში დიაკვნად აკურთხეს. 1844 წელს სამეგრელოს მთავრის, ლევან V დადიანის ბრძანებით, მამა გიორგი ზუგდიდის მაცხოვრის სახელობის კარის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1846 წლის 12 იანვარს სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი) დიაკვან გიორგის მღვდლად დაასხა ხელი და მშობლიური სოფლის, დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. 1853-1856 წლებში, ყირიმის ომის პერიოდში, ნაყოფიერი და თავდადებული მოღვაწეობისათვის მუქი ბრინჯაოს სამახსოვრო ჯვრით დაჯილდოვდა. 1858 წლის 11 სექტემბერს, ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1863 წელს ლეჩხუმის მაზრის ლაილაშის ოლქის სამღვდელოებამ მღვდელი გიორგი მთავარხუცესად (კეთილმოწესე) აირჩია. 1864 წლის 12 დეკემბერს სკუფია უბოძეს. XIX ს-ის 70-იან წლებში საქართველოს ეწვია რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II. იგი დასავლეთ საქართველოსაც ესტუმრა. ქუთაისში ჩასულ იმპერატორს მთავარხუცესი, მღვდელი გიორგი ასათიანი ლეჩხუმის მაზრის სამღვდელოების სახელით მიესალმა და დიდი ხნის სიცოცხლე და მშვიდობიანი მმართველობა უსურვა. ალექსანდრე II-ს მოსწონებია მისი გამოსვლა რუსულ ენაზე და ბრილიანტის თვლებით მოჭედილი ოქროს ჯვარი უსახსოვრა. 1884 წლის 15 აპრილს მამა გიორგი სამკერდე ოქროს ჯვრითაც დაჯილდოვდა. მღვდელი გიორგი 1890 წლის 12 ივლისს მოხუცებულობის გამო პენსიაზე გავიდა. მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, 1885 და 1887 წლებში მან შეადგინა ანდერძი, სადაც თავის ქონებას შვილებს უნაწილებს. ეს ანდერძი ამჟამად მისი ერთ-ერთი შთამომავლის, ოთარ ასათიანის (ლებეოსის შტო) ოჯახში ინახება, სადაც აღნიშნულია: „სრულ მეხსიერებასა შინა მყოფი მღვდელი გიორგი, რომელსაც სოფელ დღნორისაში ჰქონდა სახლკარ ეზო, ვენახი, წისქვილი, საყანე, ტყეები და საკმაოდ ვრცელი ადგილ-მამული ახლომახლო სოფლებშიც: დერჩში, ლაიშში, ჯიჯიბოურს „უფსკერო ტბასთან“ და სხვაგან  უტოვებს თავის ქონებას სამ ვაჟს (მღვდელი თეოფანე, დოროთე და ლებეოსი) და ერთ ასულ --– ნატალიას. გარდა ამისა, იგი ითხოვს, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ 200 მანეთი გაიცეს „საწირავ-სალოცავად“: სამი თუმანი მოწამეთას მონასტერს, სამი თუმანი -–- გელათს, სამი თუმანი -- საირმის მონასტერს, სამი თუმანი -– ნამარნევის მონასტერს და ორი თუმანი -- ოთხ მახლობელ მღვდელსა. ანდერძის ბოლოს წერია: „ესრეთ აღსრულდეს ანდერძი ესე, თორემ წინააღმდეგი ამისი საშინელ განსჯის დღესა აგებს პასუხს, ამინ“. მამა გიორგის ვაჟებიდან ორმა სასულიერო აირჩია, ხოლო მესამე –– ლებეოსი, მედავითნედ მსხურობდა. მღვდელი თეოფანე გიორგის ძე ასათიანი 1849 წლის 12 მარტს სოფელ დღნორისაში დაიბადა. მან წარჩინებით დაამთავრა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი. წლების მანძილზე მედავითნედ მსახურობდა ლეჩხუმის მაზრის სხვადასხვა სოფელში. XIX ს-ის 70-იან წლებში იქორწინა ცნობილი სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ იოსებ ვაწაძის ასულ მატრონაზე (1859 წ.), რომელმაც 13 შვილი გაუჩინა: ზინობია (მავრა), გიორგი, აგნია, ნაასონი (1889 წ.), სოკრატე (1893 წ.), ნიკოლოზი (1897 წ.), ნონა (1898 წ.), კონსტანტინე (1902 წ.), როდოპიონი, აღათანგელი, დავითი, ბენედიქტე და ოლღა (1895 წ.). 1876 წლის 26 მარტს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) თეოფანე დიაკვნად აკურთხა, ხოლო 1877 წლის 12 ივნისს მლვდლად დაასხა ხელი და დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში

22-2 საპატრიარქოს უწყებანი N22 9-15 ივნისი 2011წ გვ.19

დღნორისელი ასათიანები (გაგრძელება)


განამწესა. 1878 წლის 21 იანვარს ლაილაშის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1883 წლის 27 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა და დერჩის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1884 წლის 5 ნოემბერს მღვდელი თეოფანე დროებით ლეჩხუმის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. დანიშვნისთანავე მოძღვარი დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა თავისი მოვალეობის  შესრულებას. იგი განსაკუთრებით სწუხდა იმის თაობაზე, რომ ლეჩხუმის მაზრაში მოსახლეობაში სწავლა-განათლების დონე ძლიერ დაბალი იყო. მოძღვარი (კდილობდა ხალხისთვის განეშარტა სკოლების გახსნის _ აუცილებლობა და ამ განხრით დიდი სამუშაოც ჩაატარა თავის სამთავარხუცესო ოლქში. აი, რას წერდა იგი 1884 წელს ჟურნალ „მწყემსის“ ფურცლებზე: „კლდეთ- აღმართი არის საზოგადო სახელი ლეჩხუმის მაზრის ერთი ნაწილისა, რომელიც შესდგება ოცდახუთი სოფლისაგან. ეს ნაწილი სძევს იმ ადგილას, სადაც ქუთაისის და ლეჩხუმის მაზრები იყოფებიან მდინარე ლეხედარით, რომელიც ერთვის მდინარე რიონს. კლდეთ-აღმართიდგან დაბა ცაგერამდის, სადაც იმყოფება მაზრის სამმართველო და მომრიგებელი მსაჯული, იქნება სამოც ვერსამდე და ქუთაისამდის ორმოცდაათი ვერსი.კლდეთ-აღმართი, როგორც თვით სახელწოდება გვიჩვენებს, ადგილის მდებარეობით შესდგება მთაგორაკებისგან. აქაური ადგილები ძალიან ნაკლები არიან მოსავლისათვის. ღვინის მოსავალი ზოგიერთ წლებში, როგორც წრეულს, სულ მოისპობა ხოლმე. ამ ადგილის მცხოვრებნი სახვა მახლობელი მაზრების მცხოვრებლებთან შედარებით ძალიან ღარიბნი არიან. კლდე-აღრმართი შესდგება სამი სამამასახლისოსაგან და შეადგენს ერთ საბლაღოჩინო მაზრას. ამ საბლაღოჩინო მაზრაში ეკლესიები უმეტეს ქვისაგან არიან აშენებულნი, რადგან აქ ქვა ადვილი საშოვარია. როგორც მცხოვრებნი, ისე ეკლესიებიც, ღარიბნი არიან. სხვა მაზრებში თითქმის ყოველ სამამასახლისოში არის სასოფლო სკოლა, მაგრამ აქ სამ სამამასახლისოში ერთი სასოფლო სკოლაც არ არის, თუმც ზემო ლეჩხუმში ალაგ-ალაგ  არიან სასოფლო სკოლები, მაგრამ სიშორისა და სიღარიბის გამო ქვემო ლეჩხუმში მცხოვრებთ არ შეუძლიანთ იქ წაიყვანონ თავიანთი შვილები. მართალია, ამ სამ სამამასახლისო სოფლებში მცხოვრებნი ღარიბნი არიან, მაგრამ ერთი მოთავე და ხალხის შემატკივარი კაცი რომ გამოჩენილიყო, ან დღეს გამოჩნდეს, იმედია, შეაგონებს ხალხს და ერთ სკოლას მაინც გაახსნევინებს. ათასი ღარიბი რომც იყოს სამი სამამასახლისოს მცხოვრებნი, მაინც შეიძლებენ ერთი სკოლის შენახვას. ამასთანავე, იმედი გვაქვს, რომ ამ კეთილ საქმეში დახმარებას და შემწეობას აღმოუჩენს ღარიბ საზოგადოებას ჩვენი „წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“. ამ ხუთი წლის წინედ კლდეთ-აღმართში იყო ორი სასოფლო სკოლა ალპანასა და დერჩისა. ეს სკოლები იყვნენ გამართულნი თვით სასოფლო კანცელარიის შენობებში, რადგან ცალკე სახლები არ ჰქონიათ სკოლებისათვის. მასწავლებლად ყოფილან სხვა მაზრებიდგან მოწვეულნი პირნი, რომელთაც  ცოტა ჯამაგირისა გამო ვერ უცხოვრიათ აქ და თავი მიუნებებიათ ამ კეთილი საქმისათვის.  ამ საბლაღოჩინო მაზრის საეკლესიო კრებულთა შორის მოიძებნება ბევრი იმისთანა პირი, რომელთაც შეუძლიან ყმაწვილების სწავლება და კიდეც მოჰკიდებდნენ ამ კეთილ საქმეს ხელს, მაგრამ, საუბედუროდ, ეკლესიებთან არ არიან ისეთი სახლები, სადაც შეიძლებოდეს  სკოლის გამართვა. მართალია, რომ ეხლა თვითოეული მრევლის მღვდელი მოვალეა სამრევლო სკოლა იქონიოს და, თავის შეძლებისდაგვარად, რამე ასწავლოს ყმაწვილებს, მაგრამ რა ჰქნან მღვდლებმაც, რომ შეძლება არა აქვთ სკოლისთვის სახლები დამართონ და სკოლების საჭირო ნივთები თავის საშუალებით იყიდონ. აქამომდე რაც ყოფილა, ყოფილა და ან კი იმედი გვაქვს, რომ ამ საგანს ყურადღებას მიაქცევენ: ლეჩხუმის მაზრის უფროსი, სასოფლო სკოლების დირექცია და პრიხოდის სკოლების სამოსწავლებლო რჩევის წევრნი, თუმც ვეღირსეთ მათ დანიშვნას, და ყველა ამათ, იმედია, ნივთიერ დახმარებას  აღმოუჩენს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც და მისთანა მხარეში, როგორიც არის კლდეთ-აღმართი, იქნება გამართული ერთი სასოფლო, ან საეკლესიო სამრევლო სკოლა“.1885 წლის 5 ნოემბერს მამა თეოფანე ოფიციალურად დაამტკიცეს მთავარხუცესის თანამდებობაზე, სადაც მან 1890 წლამდე ერთგულად იმსახურა. 1887 წლის 13 მარტს სკუფია უბოძეს. 1906 წელს დღნორისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვ-....



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.11.2025
ბოლო რედაქტირება 04.11.2025
სულ რედაქტირებულია 5





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0