ვალერი ასათიანი (დ. 15 ნოემბერი, 1950, თბილისი, საქართველო) — ფილოლოგი, პოლიტიკოსი, საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი 1985 წლის 17 სექტემბრიდან — 1990 წლის ნოემბრამდე და 1995 წლის 21 დეკემბრიდან— 2000 წლის 13 სექტემბრამდე.
იყო სახელმწიფოს მეთაურის მთავარი მრჩეველი კულტურის დარგში 1988—1990 წლებში, არის პროფესორი, ქართული კულტურის გადარჩენის კომიტეტის მდივანი 1992 წლიდან და საერთაშორისო კულტურული პროგრამების საქართველოს ასოციაცია „ჰელიოსი“-ს პრეზიდენტი 1994 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი).
საქართველოს მინისტრთა საბჭოს კაბინეტი, აპარატის ხელმძღვანელი (1994—)
საქართველოს პარლამენტი, წევრი (1994—)
უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1988—1990)
ალბერტ შვაიცერის მშვიდობის ორდენი
ბიზანტიური ცივილიზაცია (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2006. - 563გვ.. - ISBN: 99940-31-98-8
ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება (რედაქტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2005. - 270გვ.
ჩვენებურებთან (თანაავტორი). - ბათუმი, აჭარა, 2003. - 366გვ.
ანტიკური და ბიზანტიური ტრადიციები ძველ ქათულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1996. - 368გვ.
აკაკი ურუშაძე (ავტორი). - თბილისი, სახ. უნივერსიტეტი, 1995. - 47გვ.
მოძღვართმოძღვარი (შემდგენელი). - თბილისი, 1991. - 133გვ.
ანტიკურობა ძველ ქართულ მწერლობაში (ავტორი). - თბილისი, სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1987. - 280გვ.
აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.
ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. ასათიანებს მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაეს სასამართლოს მდივანი.
1736 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნი მისცა ალექსანდრე მეფემ ხახუტა ასათიანს: – „...ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვიაჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ პატრიქეთს... სასახლე თუ გლეხები მათის ცოლშვილით, სახლკარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყო, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა არასოდეს არ მოგიშალოთ.“
1736–1737 წწ. ოტია დადიანმა ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა–მამული ცხუკუშვერში.