დეკანოზი ფრიდონ ასათიანი
დაიბადა 1961 წლის 9 ოქტომბერს ქ. ოჩამჩირეში.
1977 წელს დაამთავრა ოჩამჩირის N3 საშუალო სკოლა.
1981-83 წლებში მოიხადა სამხედრო სამსახური.
1984 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია.
1985 წელს მანგლელმა მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა ხელი დაასხა დიაკვნად.
1986 წელს გადაიყვანეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. იმავე წელს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა დავითმა (ჭკადუა) ქ. სოხუმში ხელი დაასხა მღვდლად და დანიშნა
ქალაქ ოჩამჩირის ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვრად, შემდგომ _ წინამძღვრად.
1990 წელს ოჩამჩირეში, წმ. გიორგის ეკლესიაში, გიორგობის დღესასწაულზე მისმა უწმინდესობამ დააჯილდოვა მოოქრული ჯვრის ტარების უფლებით.
1993 წელს, აფხაზეთში კონფლიქტის შემდეგ, დაინიშნა ქ. ზუგდიდის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრად, შემდგომ _ წინამძღვრად.
1995 წელს გადაიყვანეს ზუგდიდში მაცხოვრის ტაძრის მღვდელმსახურად, 1996 წელს _ ზუგდიდის წმ. გიორგის
ტაძრის წინამძღვრად. იმავე წელს დაბრუნდა ზუგდიდის ვლაქერნის სახელობის ტაძარში, სადაც მსახურობს დღესაც.
2001 წელს მიტროპოლიტმა გერასიმემ აიყვანა დეკანოზის ხარისხში.
2003 წელს მისი უწმინდესობის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაუსწრებლად ჩაირიცხა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2009 წელს.
აქვე დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ღვთისმეტყველების სამეცნიერო ხარისხი.
2009 წელს ზუგდიდის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ტაძარში მისმა უწმინდესობამ ილია II-მ დააჯილდოვა გამშვე-
გვ46
ნებული ჯვრის ტარების უფლებით, 2011 წლის 9 ოქტომბერს _ მიტრის ტარების უფლებით, ხოლო 2016 წლის 20 მარტს
მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
2021 წელს დეკანოზი ფრიდონი აირჩიეს ქ. ზუგდიდის საპატიო მოქალაქედ.
ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
ქ. ზუგდიდი, სინწა.
ილორის წმ.გიორგის ტაძრის ბოლო ქართველი სასულიერო პირი და წინამძღვარი 1993 წლამდე.