სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
ხელოვნება
ლადო ასათიანი 1955წ. მეცნიერი, მხატვარი, ფილოსოფოსი, დაბ. ქ. თბილისი.
ბმულის კოპირება

ხელოვნება

გვარი ასათიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

52       ბეჭდვა

ლადო ასათიანი 1955წ. მეცნიერი, მხატვარი, ფილოსოფოსი, დაბ. ქ. თბილისი.

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1977 წელს, 1990 წელს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდის მეთოდოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგე; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების კათედრის გამგე; 2005 წელს ამავე ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ECTS შესაბამისი პროგრამები ბაკალავრიტის სპეციალობისთვის და ნატიფ ხელოვნებათა სამაგისტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა სწავლება და შეიქმნა სილაბუსები; 2006-2010წწ. ესთეტიკის და ხელოვნების თეორიის კუთხით კითხულობდა ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების სამეცნიერო სასწავლო ინსტიტუტის ასისტენტ პროფესორია; მუშაობს ხელოვნების თეორიისა და ესთეტიკის დარგში; ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას; გამოქვეყნებული აქვს 15 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი მონოგრაფია; მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სამხატვრო გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ.


პერსონალური გამოფენები: თბილისის ისტორიის მუზეუმი(ქარვასლა, 2011), ხელოვნების მუზეუმი(ბათუმი, 2010), "მასკი"(თბილისი, 2008), "N" გალერეა(თბილისი, 2006), გაეროს სახლი(თბილისი, 2005), გალერეა "უნივერსი"(თბილისი, 2005), გაეროს სახლი(თბილისი, 2001), "თიბისი ბანკის" სათაო ოფისი(თბილისი, 1999), საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი(თბილისი, 1998); საერთაშორისო გამოფენები: ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი კარაჯაზუ -აფროდისია(ქ. იზმირი, თურქეთი, 2012), ხელოვნების საერთაშორისო ვორქშოპი(გიუზელბახჩე, თურქეთი 2013) დაიბეჭდა შესაბამისი კატალოგი, გამოფენა ბროდვეი გალერი(ნიუ-იორკი, აშშ, 2014) ნამუშევრები გამოქვეყნდა ჟურნალ "NY Art Magazine"- ში, ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალი(ქ. როტერდამი, 2014) ნამუშევრები გამოქვეყნდა შესაბამის კატალოგში, საერთაშორისო გამოფენა "The illusion of reality"(ბოლონია, 2014) ნამუშევრები გამოქვეყნდა იტალიურ ჟურნალ "Art journal"-ში. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, იტალიის, აშშ, კანადის, თურქეთის, საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და იუნესკოში. ფერმწერი, ფილოსოფიის დოქტორი. ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია: www.vladimerasatiani.ge-ზე. 

დისერტაციის თემა - "სახვითი ხელოვნების მითოსური ფესვები".



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2015 - რომა იმპერიალეს საერთაშორისო პრემია(რომი, იტალია), მხატვრული ტალანტისთვის და მნიშვნელოვანი სამხატვრო კარიერისთვის
  • 2015 - სანდრო ბოტიჩელის პრემია(ფლორენცია, იტალია), ორიგინალური სტილისტური ძიებებისთვის
  • 2014 - "Trevisan Internatiol art"-ის პრემია "Premio de Marchi"(ბოლონია, იტალია)

ბიბლიოგრაფია


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.01.2020
ბოლო რედაქტირება 16.11.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 28.04.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0