დაიბადა 1937 წლის 16 ივლისს ქუთაისში. ხმლით მოფარიკავე. XVIII ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გუნდურ ტურნირში (1964, ტოკიო), XVII ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1960, რომი. მეოთხედფინალი), მსოფლიოს ჩემპიონი გუნდურ შეჯიბრებაში (1965), ორგზის მეორე (1961, 63) და მესამე პრიზიორი (1962), სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1961), სსრკ ჩემპიონი პირად (1961) და გუნდურ შეჯიბრებებში (1960-64), სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1960-68). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 1992 წლის 2 აპრილს.
ფარიკაობა (ხმალი)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი: 1964 (ტოკიო; გუნდური)
მსოფლიოს ჩემპიონი: 1965 (გუნდური)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1961 (გუნდური), 1963 (გუნდური)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1962 (გუნდური)
მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი: 1962 (გუნდური)
ევროპის თასი: 1966 (გუნდური)
სსრკ ჩემპიონი: 1960 (გუნდური), 1961, 1962 (გუნდური), 1964 (გუნდური)
სსრკ თასი: 1960, 1962, 1966, 1968
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1964
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი (გარდაცვალების შემდეგ)
*-1960 წელს, რომის ოლიმპიადაზე, ნუგზარ ასათიანმა პირადი და გუნდური პირველობის 1/4-ფინალში იასპარეზა
პირადი პირველობა
I წრე (ჯგუფი): აბდელრაჰმან სებტი (მაროკო) - 5:1; პაბლო ორდეხანი (ესპანეთი) - 5:0; მაიკლ სიჩელი (ავსტრალია) - 5:3; ვლადიმირო კალარეზე (იტალია) - 2:5
II წრე (ჯგუფი): დუმიტრუ მუსტა (რუმინეთი) - 3:5; ალექსანდარ ვასინი (იუგოსლავია) - 5:2; ჟაკ ლეფევრი (საფრანგეთი) - 5:2; იურგენ თორკოფი (გფრ) - 4:5; ერჟი პავალოვსკი (პოლონეთი) - 0:5
1/4-ფინალი (ჯგუფი): ვალტერ კასტნერი (გფრ) - 3:5; ჟაკ რულო (საფრანგეთი) - 5:4; ალადაირ გერევიჩი (უნგრეთი) - 5:3; ტეოდორო გოლიარდი (ურუგვაი) - 2:5; ვოიცეხ ზაბალოცკი (პოლონეთი) - 3:5. ნახევარფინალში ვეღარ გავიდა
გუნდური პირველობა (მოცემულია მხოლოდ ნუგზარ ასათიანის შედეგები)
I წრე: სსრკ 9:1 არგენტინა
დანიელ სანდე - 5:3; ხუან ლარეა - 5:1
1/4-ფინალი: აშშ 8(68):8(65) სსრკ
ტიბორ ნილაში - 4:5; მაიკლ დ’ასარო - 5:4; ალან კვარტლერი - 5:3; ალფონსო მორალესი - 4:5
*-1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადის გუნდური პირველობის სტატისტიკა
ნუგზარ ასათიანის შედეგები
I წრე: სსრკ 9:2 იაპონია
მიცუიუკი ფუნამიცუ - 5:3; სეიჯი შიბატა - 5:1; ფუჯიო შიმიცუ - 5:2
1/4-ფინალი: სსრკ 9:4 აშშ
ატილა კერეშტეში - 5:4; ჯინ ჰაიმორი - 5:3; რობერტ ბლუმი - 5:1; ალფონსო მორალესი - 5:4
1/2-ფინალი: სსრკ 9:7 პოლონეთი
ემილ ოჩირა - 2:5; ანჯეი პიატკოვსკი - 4:5; ვოიცეხ ზაბალოცკი - 2:5; ერჟი პავალოვსკი - 2:5
ფინალი: სსრკ 9:6 იტალია
პიერლუიჯი ჩიკა - 5:1; ჯამპაოლო კალანჩინი - 5:3; ჩეზარე სალვადორი - 5:2; ვლადიმირო კალარეზე - 1:5
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ფრანგიშვილის წიგნი „ნუგზარ ასათიანი“
მესამე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1962, ბუენოს-აირესი, არგენტინა
მეორე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1965, პარიზი, საფრანგეთი
მეორე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1963 გდანსკი, პოლონეთი
მეორე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, ტურინი, იტალია
პირველი ადგილი()
ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია