სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე 1822-1868წწ დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე 1822-1868წწ დეკანოზი

1822-1868 წწ. გარდ. 46 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი გურგენიძე სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე 1822-1868წწ დეკანოზი


დეკანოზი მიხეილ გურგენიძე 1822-1868

„შემწე, მზრუნველი და ყოველივე კეთილის
მსურველი სტუდენტებისთვის“

დეკანოზი მიხეილ სვიმონის ძე გურგენიძე 1822 წლის 30 ოქტომბერს ქ. თბილისში მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1837-1843 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. კარგად ფლობდა რუსულ სალაპარაკო ენასაც. 1843 წელს მიხეილი დაქორწინდა მელანია გაბრიელის ასულზე (დაბ. 182ვწ.), რომელთანაც 1844 წელს ერთი ასული -- მარიამი შეეძინა. 1843 წლის 10 ოქტომბერში თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 17 ოქტომბერს მღვდლად დაასხა ხელი და თბილისის მაცხოვრის მირქმის სახ. ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1845 წლის მიწურულს თბილისის ეკლესიების მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წელს დაქვრივდა. 1848 წელს, როდესაც აღიძრა საკითხი მოსკოვში ქართული საღვთო და საეკლესიო-საღვთისმსახურო წიგნების ბეჭვდისა, მამა მიხეილს, როგორც ქართულის კარგად მცოდნეს, დაევალა კორექტორობა და ამ მიზნით გაიგზავნა
მოსკოვში. აქ იგი დაუახლოვდა ქართველ ბატონიშვილებს, საქართველოს უკანასკნელ დედოფალ მარიამს, რომელმაც ჩარიცხა იგი თავის ამალაში. 1850 წელს დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დაე- ნიშნა პენსია 400 მანეთის ოდენობით. 1850 წელსვე დაინიშნა ქართული ენის მასწავლებლად მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთის ენების ინსტიტუტში და აგრეთვე მოსკოვის კონსტანტინეს სამიჯნაო ინსტიტუტში. 1857 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1859-1960 წლებში თან ახლდა ქართველ ბატონიშვილებს საზღვარგარეთ მოგზაურობისას, მათთან ერთად მოიარა ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები. იყო ქველმოქმედი, თავმდაბალი, მოყვარული სამშობლოსი და მამობრივად მზრუნველი რუსეთში მოსწავლე ქართველი სტუდენტებისა. 1864 წლიდან ითხოვა საქართველოში დაბრუნების ნებართვა, მაგრამ რატომღაც მისი დაბრუნების საკითხი დროში გაიწელა. 1868 წელს, სააღდგომოდ, დეკანოზი მიხეილი გაცივდა და იმავე წლის 18 ივლისს, მოსკოვში ჭლექით გარდაიცვალა. დაასაფლავეს 21 ივლისს. მოსკოვში დეკანოზ მიხეილის დაკრძალვას დაესწრო ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ცხვედაძე, რომელმაც გაზეთ „დროებაში“ მცირედი წერილიც გამოაქვეყნა მის შესახებ. იგი მოკლედ აღწერს მის ცხოვრებას და საუბრობს მის დადებით თვისებებსა და სიკეთეზე, რაც მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე აღასრულა. აი, რას წერდა იგი: „განსვენებულ დეკანოზ მიხეილ გურგენიძის ხასიათში
სხვათა შორის ის იყო შესანიშნავი, რომ მხოლოდ ის ქართველები უყვარდა, რომელიც თავის საქმეს ბეჯითად ეკიდებოდნენ. ამგვარი ყმაწვილისათვის ის თავს არ ზოგავდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ გვარი კაცები თავის დროზე გამოსადეგი იქნებიან თავის ქვეყნისათვის. რამდენ ახალგაზრდა ქართველს, სწავლის მიღების მსურველს,
კუჭი რომ დასწვია შიმშილისაგან, დაუწყვია სანსალი აქა იქ, რომ, რა არის, შეხუდეს ვისმე კეთილ კაცს და ხელი გაიმართოს. მაგრამ საუბედუროდ
ამ გვარი გაჭირვებული ყმაწვილები ერთი კაცის მეტს ძნელად პოულობდნენ, იმისთანა კაცებსა, რომლებსაც თავიანთ ქუეყანა ჰყვარებოდათ და ამისა გამო თავიანთ ქუეყნის კაცებისათვის არაფერი დაეზოგათ. ეს ერთი კაცი იყო განსვენებული დეკანოზი მიხეილ გურგენიძე. ვისაც მოსკოვის უნივერსიტეტში და სასულიერო აკადემიაში შეუსრულებია კურსი, ყველამ იცის ამისი გულკეთილობა და ლტოლვილობა მისდამი, რომ მიუცია შემწეობა შევიწროებული სტუდენტებისათვის. არათუ მოსკოველებს, პეტერბურღის სტუდენტებ-

17-1  საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.23
დეკანოზი მიხეილ გურგენიძე 1822-1868 (გაგრძელება)

საც კი აძლევდა შემწეობას. ბევრჯელ საქართველოში წამოსასვლელად
უთხოვნიათ ფული სესხად და ამ ცხონებულს შვიდ-შვიდ თუმნობით და ათ-ათ თუმნობით მიუცია. განსვენებულის მზრუნველობა აქაურ
ქართველებზე იქამდინ მიაღწევდა, რომ სტუდენტს სიკვდილის დროსაც ეს უხდებოდა პატრონად. ამის ხელში სამიოდ სტუდენტი მომკვღარა და
სამივე ამას დაუმარხავს. აი, ამ მიმართულებისა, მხურვალე სიყვარულის მქონე თავის მამულისადმი, გონიერი მამა აქაური ქართველებისა იყო იის კაცი, რომელიც 18 ივლისს გარდაიცვალა და 21-ს გამოასვენეს ქართველი ბატონიშვილების კარის ეკლესიიდან და გაამგზავრეს დიდი ცერემონიით იმ საიქიოს. დეკანოზი მიხეილი ამ სოფლად მოკვდა; მაგრამ არ მომკვდარა და არც მოკვდება მისი სახელი ჩვენ ყმაწვილ კაცებს შორის. ახალ თაობას მოსდევს იმოდენი ძალი, სიმართლის სიყვარული და ცოცხალი მეხსიერება, რომ მაგ გვარი მიმართულების კაცების სახელი ჩაიბეჭდოს თავის გონებაში და ღირსეულად მოიხსენიოს ხოლმე“. ვრცელი წერილი მიუძღვნა განსვენებული დეკანოზ მიხეილის დამსახურებებს ვ.გამრეკელმა,
რომელიც პირადად იცნობდა მოძღვარს. აი, რას წერდა იგი მის შესახებ: „პირველად ყოველმა, ვინც კი ვიცნობდით დეკანოზ მიხეილ გურგენიძეს, უნდა შევსწიროთ გულითადი მადლობა ნ. ცხვედაძეს, რომელსაც გამოუხატავს ცხოვრება, მიმართულება და კეთილკაცობა გარდაცვალებულის დეკანოზისა მოკლედ და სრულის სიმართლით; მეორედ უნდა ვუსამძიმროთ ყოველს ქართველს სტუდენტს, რომელიც ეხლა არის და იქნება მოსკოვის უნივერსიტეტში და სხვა მოსკოვის სასწავლებლებში, რომელმაც მამა დეკანოზს მიხეილ გურგენიძეში დაკარგა შემწე, მზრუნველი და ყოველივე კეთილის მსურველი სტუდენტებისთვის. არა თუ მარტო ახალგაზრდა ყმაწვილებს მართებს მწუხარება
გარდაცვალებულის დეკანოზისათვის, არამედ ყოველს ქართველს; ერთი მხრით იმითი, რომ ყოველს მამას, რომელიც გზავნიდა თავის შვილს მოსკოვში სასწავლებლად, უნდა ჰქონიყო სრული იმედი, რომ
დეკანოზი გურგენიძე აღმოუჩენდა მის შვილს ყოველს მამობრივს მზრუნველობას; მეორედ, რომ მისი მზრუნველობა და მეცადინეობა იმაზე იყო მიმართული, რომ ყველა ქართველი სტუდენტები კარგად მომზადებულნი დაბრუნებულიყვნენ ჩვენს სამშობლოში და ყოფილიყვნენ
სასარგებლო ქართველთათვის. მე ვიყავი ერთი მათგანი, რომელნიც ვიცნობდით ნეტარ-ხსენებულს დეკანოზს მ. გურგენიძეს დაახლოებით, გამოვცადეთ მისი მამობრიული დაუყვედრებელი მზრუნველობა, და ვიცოდით მისი პატიოსნური აზრები და მიმართულება. ის იყო ერთი წყნარი
და უწყინარი კაცი; ყოველთვის ცდილობდა, რომ მის კეთილ მოქმედებას არ ჰქონიყო ფარისევლური პირმოთნე სახე, ამიტომ არა მგონია, რომ
ბევრნი ყოფილიყვნენ ამისთანანი, რომელნიც იცნობდნენ დეკანოზ მ. გურგენიძეს. მე ვრაცხ ჩემს მოუცილებელს ვალად, რომ ვაცნობო მკითხველებს „დროებისას“ რამოდენიმე კეთილი საქმე ნეტარ ხსენებულის გურგენიძისა, რომელნიც იქმნება დამატებად საქებარის სიტყვებისა
ნ. ცხვედაძისა. როდესაც 1859 წელს მე მივედი მოსკოვში, პირველი პირი, რომელიც მე გამაცნეს სიტყვიერად ქართველთ სტუდენტებმა იყო დეკანოზი მ. გურგენიძე. მათ მარწმუნეს, რომ ამ უცხო ქვეყანაში ნურასფრის
გაჭირვებისა ნუ გეშინიანო, რადგანაც გურგენიძე
უეჭველად და ყოველს შემთხვევაში აღმოგიჩენს მამობრიულს შემწეობას და მზრუნველობას. იმ დროს დეკანოზი გურგენიძე იყო საზღვარგარეთ. როდესაც მობრუნდა იქიდგან, ცდილობდა, რომ გადმოეცა ჩვენთვის ის, რაც შეიძინა თავის მგზავრობით. შენიშნა სხვადასხვა ხალხებზე და ყოველივე განათლების ნაყოფი, რაც დაენახა მას თვალით.
პირველი ნახვისთანავე მისმა ფრიად სიმპატიურმა სახემ ჩანერგა ჩემს გულში მისი სიყვარული, სრული მასზედ ნდობა, რომელიც არის დიდი იმედი იმათთვის, რომელნიც მოცილებულნი არიან თავის
მშობლებს და გარშემო არა ჰყავს გულ-მტკივნელი ვინმე. მე მოგითხრობთ რამოდენსამე იმ მრავალს მის კეთილს მხარეებთაგანს, რომელიც ჩემის თვალით მინახავს და თვითონაც გამომიცდია. მე ვიდექი მოსკოვში ერთად ერთს ოთახში ერთს ყმაწვილ კაცთან ქართველთაგანთან, რომელიც ემზადებოდა უნივერსიტეტში შესასვლელად, ეს იყო -–- დიმიტრი
მ -- ხიშვილი. ეს ყმაწვილი კაცი იყო ძალიან კარგი მიმართულების, წყნარი და იმედი იყო, რომ ის სასარგებლო კაცი შეიქმნებოდა. გახდა სიჭლექით




17-2  საპატრიარქოს უწყებანი N17 18ნოემბერი-1დეკემბერი 2021წ გვ.24
დეკანოზი მიხეილ გურგენიძე 1822-1868 (დასასრული)


ავათ და ექიმებმა იმედი გადაიწყვიტეს მის მორჩენაზე. დეკანოზმა მ. გურგენიძემ, რომელიც ძალიან ცდილობდა მისთვის და ყოველს მეცადინეობას ხმარობდა, რომ ის მომზადებულიყო და შესულიყო
უნივერსიტეტში, როდესაც მე შევატყობინე ზემოხსენებული
ექიმებს გადაწყვეტილება, ძალიან შესწუხდა და მითხრა, რომ რა გაეწყობაო, ახლა უნდა ვეცადოთო, რომ ეგება ცოტა მოკეთდესო და შინ გავ- 
გზავნოთო. ყოველ დღეს, ხან ერთხელ და ხან ორჯერ მოვიდოდა და იჯდა ავადმყოფთან  რამდენიმე საათობით; როდესაც მე სახლში არ ვიყავი, ის 
სულ მიუცილებლივ მასთან  იყო; გარდა ამისა, წამლები. სხვადასხვა ნაირი საჭმელები, რომელსაც ექიმები უნოშნავდნენ, ყოველსავეს ის უგზავნიდა. ერთის სიტყვით უკანასკნელს საათამდის დეკანოზი გურგენიძე არ
მოსცილებია მას. იმ დღეს, როდესაც მოკვდა დიმიტრი მხიშვილი, მე მქონდა ეგზამენი და ამის გამო არ ვიყავი სახლში. როდესაც მოვბრუნდი და
შევედი სახლში, დავინახე, რომ მიცვალებული გადმოეღო კრაოტიდგან და თავის ხელით ჰბანდა; როცა შემოსა მიცვალებული და დაასვენა კრაოტზე,
დაიწყო ცხარის ცრემლით ტირილი; ერთის სიტყვით ისეთი იყო მისი მოქმედება იმ შემთხვევაში, როგორც მშობელი მამისა -– გასვენება და დამარხვა მან მიიღო თავის თავზე: გაუკეთა მშვენიერი კუბო და გაასვენა დიდის პატივით, ყველა ქართველი სტუდენტების დასწრებითა.
მეორე შემთხვევა მე გამოვცადე თვითონ ჩემს თავზე. უკანასკნელს დროში, როდესაც ვათავებდი მე კურსს ეგზამენების დროს გავხდი ავათ, ვიგრძენ
გულის ტკივილი და სისხლსაც მაფურთხებინებდა. რასაკვირველია ამ შემთხვევამ ძალიან შემაშინა; მაგრამ ჩემს ნაკლებ არც დეკანოზი გურგენიძე შეაწუხა. რომელთაც მე გამიშინჯეს  გული, იმ ექიმებთან მიდიოდა და ჰკითხვიდა: ხომ არაფერი უჭირსო, ხომ ეგზამენები
არ აწყენს მის სნეულებასაო; როდესაც მათ იმედი უთხრეს, მოვიდა ჩემთან და მაიმედებდა: გაათავე ეგზამენები, არა გიჭირს რაო, თუ რამე გინდაო ყოველის მოურიდებლათ მე ჩემს სიცოცხლეშიაც ვერ გადაუხდიდი, მაგრამ ის იმითი აკმაყოფილებდა თავის კეთილს აზრს. და რამოდენიმე
გარდა ამ მაგალითებთა ხუთის წლის განმავლობაში ვნახე მისი კეთილი საქმეები, მხოლოდ მისი სამწუხარო ეს იყო ყოველთვის, როდესაც ქართველი სტუდენტები ზარმაცობდა, როდესაც ჩვენგანი
ვინმე გაათავებდა ეგზამენს, იმან იმავე დღეს იცოდა, ვინ რა ბალი მიიღო.
ნეტარხსენებულო დეკანოზო მიხეილ! ეს რამოდენიმე ჩემი სიტყვა იყო დამამტკიცებელი იმისა, რომ შენი კეთილი მოქმედება არ არის დავიწყებული და დასასრულ ვისურვებ, რომ შენს კეთილ გზაზედ
გამოვიდნენ მრავალნი, რომელთაც აღუდგენენ უკვდავს ძეგლს თავის გულში, ყოველი ყმაწვილი მოსწავლე ქართველი“.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.02.2026
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0