ციალა გურგენიძე ( 20 ნოემბერი 1938) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა შ. რუსთაველი სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1963 წელს.
1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა "უცნაური მკვლელობა"), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე "სიმღერა ტყეში"), მარიტა (ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ფრონტზე"), ეკა, დოფინა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს"), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე "ჩემი შეშლილი ძმა", "მირანდოლინა", "კურკას ქორწილი"); სხვა რეპერტუარი: ანჟელიკა (მოდუნიო "შავი ურჩხული"), ჩანიტა (მილიუტინი "ჩანიტას კოცნა"), თელი (ჰაჯიბეკოვი "არშინ მალალან"), მარჯორი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი").