მიხეილ სოლომონის ძე გურგენიძე სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) -წინამძღვარი მღვდელი
1837 წელს დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. გაიარა თბილისის სასულიერო სემინარიის ორი კურსი.
1859 წლის 7 ივნისს მუხრანის წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.
1860 წლის 20 აპრილს ყურისუბნის (ძალისა) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1863 წლის 30 ნოემბრიდან ნატახტარის წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელობის ეკლესიის მედავითნეა.
1882 წელს დიაკვნად აკურთხეს.
1890 წელს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1901 წლის 26 ოქტომბერს სოფელ აღდგომის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1904 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1909 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. მღვდელი მიხეილი
1915 წლის 9 იანვარს გარდაიცვალა.