არქიმანდრიტი იოანე (შენგელია) დაიბადა 1988 წლის 8 ოქტომბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჭოღაში.
2006 წ. დაამთავრა ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლა.
2007 წ. მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის წინამძღვარმა , არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) შემოსა მორჩილის კაბით და უწოდა იოსები.
2010 წლის 23 აგვისტოს ამავე მონასტერში აღიკვეცა ბერად და ეწოდა იოანე.
2011 წლის 22 მაისიდან გახდა კაცხის სვეტის წმ. სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის წევრი.
2013 წ. 3 მარტი ბერდიაკვნად ხელდასხმა.
2014 წლის 7 აპრილი მღვდელმონაზვნად კურთხევა.
2022 წლის 10 ნოემბერი იღუმენის ხარისხში აყვანა.
2024 წლის 23 მაისი აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში.
2023 წლის 15 დეკემბრიდან დაინიშნა კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად . ასევე მსახურობს ვაჭევის (ხერგულის) წმ. გიორგის სახელობის ტაძარში.