ბერი ამბროსი (შენგელია)
დაიბადა 1988 წლის 29 სექტემბერს ქ. ზუგდიდში.
2004 წლის 24 აპრილს მოინათლა კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარში.
2005 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შემოსა სტიქარით.
2006 წელს დაამთავრა კორცხელის საჯარო სკოლა.
2007-2008 წლებში სწავლობდა ზუგდიდის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში.
2011 წ. ჩაირიცხა ახალციხის წმ. გრიგოლ ხანძთელის სასულიერო სემინარიაში (საფარის მონასტერი).
2015 წლის 27 იანვარს გადმოვიდა ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის მამათა მონასტერში.
იმავე წლის 4 აპრილს შემოსეს მორჩილის კაბით, 2016-2019 წლებში მსახურობდა სქურის ფერისცვალების მამათა მონასტერში.
2020 წლის 20 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის
საკათედრო ტაძარში აღკვეცა ბერად და სახელად ეწოდა ამბროსი.
ამჟამად ცხოვრობს და მსახურობს ზუგდიდის ივერიის ღმრთისმშობლის მამთა მონასტერში.