დეკანოზი ილარიონ შენგელია
დაიბადა 1972 წლის 23 მაისს ქ. ზუგდიდში.
1989 წელს დაამთავრა ზუგდიდის N4 საშუალო სკოლა.
1990 წელს მოინათლა ზუგდიდის კვირაცხოვლობის ტაძარში.
1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1999 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო
2000 წელს _ მღვდლად.
2000-2007 წლებში მსახურობდა ზუგდიდის კვირაცხოვლობის, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატისა
და კორცხელის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრებში.
2007 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ აიყვანა დეკანოზის ხარისხში, ხოლო 2009 წელს
დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
2007 წლიდან მსახურობს ზუგდიდის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შობის ტაძარში და არის ამ ტაძრის წინამძღვარი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ქ. ზუგდიდი, შ. სართანიას ქ. N5