დავით ჯავახიშვილი (1935-2007) ქალაქ თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1957 წელს.
1977 წლიდან ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" უფროსი გეოლოგია. პირველი მოთხრობა "ბაიდა" და პირველი პროზაული კრებული "ფიქრები ბუხრის პირას" 1961 წელს გამოაქვეყნა. ეკუთვნის კრებულები "კეთილი იმედის კონცხი" (1967), "მოთხრობები" (1970), "ჩემი ნადავლი" (1972), საბავშვო წიგნები "ყინულის ბიჭუნა" (1971), "ბიძია სევა" (1973) და სხვა. ჯავახიშვილის ცალკეული მოთხრობები თარგმნილია რუსულ, ფრანგულ, გერმანულ, იაპონურ ენებზე.
სცენარის ავტორია ფილმების: "ივანე კოტორაშვილის ამბავი" (1974), "ალავერდი" - დოკუმენტური ფილმი (1977), "ამაღლება" (1977), "ცხელი ზაფხულის სამი დღე" (1981), "ეი, მაესტრო!" (1987), "ნოე" (1991), "ნათლისღება" (1994), "ერთაწმინდა" (1994) ". გადაღებულია რამდენიმე ფილმში.
წყარო: ქსე, ტ.11, გვ.526; ეროვნული ფილმოგრაფია http://www.geocinema.ge
ბიბლიოგრაფია
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1999. - 232გვ.. - ISBN: 99928-16-35-x
- გეოლოგია-ფაქტები და ვარაუდები (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1988. - 177გვ.
- ნატვრა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 173გვ.
- ფიქრები ბუხრის პირას (ავტორი). - თბილისი, ნაკადული. - 130გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001046/