ნინო ალექსანდრეს ასული ჯავახიშვილი (დ. ძველი სტილით [7 ოქტომბერი], ახალი სტილით [20 ოქტომბერი], 1914, მოსკოვი, ― გ. 24 ივლისი, 2012, თბილისი, საქართველო) — ქართველი ანატომი და სახელმწიფო მოღვაწე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). სკკპ წევრი 1944 წლიდან. ალექსანდრე ჯავახიშვილის შვილი.
დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.
დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1935 წელს.
1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მორფოლოგიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1959-2006წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2006 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის საპატიო დირექტორი. მისი სამეცნიერო გამოკვლევები მიეძღვნა გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემის მორფოლოგიასა და ექსპერიმენტული მედიცინის სხვადასხვა საკითხს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1949), პროფესორი (1953), აკადემიკოსი ნ. ჯავახიშვილი არის 275 სამეცნიერო შრომისა და 7 მონოგრაფიის ავტორი. 43 ნაშრომი გამოქვეყნებულია უცხო ენებზე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987.- გვ.528
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე და საპატიო წევრი (1966-1977)
- ბულგარეთის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1975-)
- გერონტოლოგთა საკავშირო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
- საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2012)
- უნგრეთის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი (1974-)
- ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახელობის სახელობის სამედიცინო საზოგადოება, საპატიო წევრი (1975-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1965 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ბიბლიოგრაფია
- ადამიანის ნორმალური ანატომიის მოკლე კურსი სამედიცინო კოლეჯებისათვის (რედაქტორი). - თბილისი, მ/ა სტ., 1993. - 75გვ.
- Le courant sanguin retrograde dans le myocard (ავტორი) // Проблемы на сравнит. экспер. морф. эмбриол. - София, 1977. - стр.297-303
- К изучению восстановления кровообращения сердца при экспериментальном инфаркте миокарда (თანაავტორი). - Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1967
- Сосуды сердца (თანაავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1963. - 212стр.
- ზურგის ტვინის ნერვული წნულებისა და სიმპათიკური წველის ფორმა და ურთიერთობა (ავტორი). - თბილისი, საქ. მეც. აკად. გამ-ბა, 1952. - 292გვ.
- ეროვნული ბიბლიოთეკა