ვლადიმერ სიხარულიძე (1940-1989) დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
1967 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი მოთხრობა "მეათე მოწმე", რომელიც მალევე ითარგმნა ათამდე უცხო ენაზე. მას მოჰყვა მოთხრობები "მაცგი", "უხამსი". ნაწარმოებების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო მოწვევა მოსკოვში ორწლიან სასცენარო კურსებზე. ვ. სიხარულიძე ავტორია პიესებისა: "გარეუბნის მარტო სახლი", "ოიდიპოსი", "ცხელი აგვისტო", "ღამის შემთხვევა". მწერლის პიესების მიხედვით გადაღებულია ფილმები "მაცგი" და "ბავშვობა".
ბიბლიოგრაფია
- მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 110გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001087/