რევაზ სიხარულიძე (1921-1973)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1945 წელს.
1946-1959წწ. პერიოდულად მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენებში; რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთები დადებითად აფასებდა ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებას, მის მიერ მაღალი გემოვნებით ხეზე შესრულებულ მინიატურულ კომპოზიციას, ქვის დამუშავების თავისებურ მანერასა და ტექნიკას; ნიჭიერი მოქანდაკე ავადმყოფობის გამო ადრევე ჩამოსცილდა თავის საყვარელ სპეციალობას და ხელი მიჰყო მთარგმნელობით საქმიანობას; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ დიდი გემოვნებით ნათარგმნი ალექსანდრე კუპრინის მოთხრობები.
წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.324
ბიბლიოგრაფია
- იები : მოთხრობები (მთარგმნელი). - თბილისი, პალიტრა L, 2011. - 184გვ.. - ISBN: 978-9941-19-158-9