ბიოგრაფია 24 ნოემბერი, 1953
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი 1975 წელს, ხოლო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით, 1982 წელს.
1995-1996წწ. სტაჟირება გაიარა აშშ-ში (Warner Bros.). დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ეფემერა" (ანიმაციური, 1982), "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984), "იაკობ გოგებაშვილი, ცხოვრება და მოღვაწეობა" (დოკუმენტური, 2000), "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008), "ცრუპენტელა აღმზრდელი" (ანიმაციური, 2011); სცენარის ავტორია ფილმების: "ეფემერა"(ანიმაციური, 1982), "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გავარდნილები"(ანიმაციური, 2000); პროდიუსერია ფილმის: "გავარდნილები" (ანიმაციური, 2008); დამდგმელი მხატვარია ფილმების: "ჭირი" (ანიმაციური, 1983), "გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი" (ანიმაციური, 1984). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1984 - კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, ოქროს პალმის რტო
ანიმაციური ფილმისთვის "ჭირი" (სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი)