ნანა კიკნაძე (1928-2016)
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1959 წელს.
მისი ნამუშევრები გამოირჩევა ფორმის კარგი შეგრძნებით, პლასტიკურობით. ნამუშევრები: ხილისა და ღვინის სერვიზი (1959, თიხა, აღდგენითი ჭიქური, სურათების სახელმწიფო გალერეა), ხილის ლარნაკები (1959, ანგობი), ყვავილების ლარნაკი (1959, თიხა), ღვინის ჭურჭელი "მტრედი" (1959, თიხა, ტერაკოტა, ჭიქური, საქართველოს სახელმწიფო გალერეა). კერამიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 514;
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- საქართველოს დამსახურებული მხატვარი