ზურაბ კიკნაძე დაიბადა 1972 წლის 24 იანვარს, ქ. ხაშურში. იზრდებოდა დაბა სურამში. მშობლებმა –- ნანი და სიმონ კიკნაძეებმა, გაჭირვებით და ტანჯვით გაზარდეს სამი შვილი –- გიორგი, ირმა და ზურა, რომელთაგანაც ზურა უფრო განსხვავებული და გამორჩეული ყოფილა. ამონაწერი დედის მოგონებიდან: „უფალი ზეციური საქართველოსთვის, თურმე, საუკეთესო ვაჟკაცებს ირჩევს. შენ ხომ თითით საჩვენებელი იყავი ჩვენს ქუჩაზე. სიწრფელით, სიკეთით, ბავშვურად დიდი და ალალი გუ-ლით“.
1979 წელს შეიყვანეს სურამის | საშუალო სკოლაში, სადაც 9 კლასამდე ისწავლა, შემდეგ კი სწავლა რუსთავის 162-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელა.
1992 წლის მაისში გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. ჩაირიცხა საქართველოს რუსპუბლიკის თავდაცვის სამმართველოს MI სასწავლო ცენტრში, სწრაფი რეაგირების ნაწილში. სამხედროში ყოფნის დროს, ზურამ მონაწილეობა მიიღო სამაჩაბლოს კონფლიქტში, რის შესახებაც ოჯახმა არაფერი იცოდა.
სამაჩაბლოს შემდეგ აფხაზეთია. აფხაზეთი -- ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის დარდი და ტკივილი. აქაც ბევრ უთანასწორო ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ზურაბმა. მალე შინ დაბრუნდა, თუმცა აფორიაქებული ვაჟკაცური გული ვერ დაიღკა სამშობლოს “ა. ანთებულმა. ჭაბუკმა და ისევ სამხედრო ნაწილს თბილისიდან სარკინიგზო ეშელონით გაემგზავრა თანამებრძოლებთან ერთად ფოთის მიმართულებით, საიდანაც კატარღებით უნდა გადასულიყვნენ აფხაზეთში. მოხდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა და სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდა მებრძოლი,
ზურაბ კიკნაძე, მოძმის –– ქართველის ტყვიამ შეიწირა. ეს იყო 1992 წლის 8 დეკემბერი. 24 იანვარს მას 21 წელი უსრულდებოდა. 24 იანვარიც მოვიდა, შენი დაბადების დღე, 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დიდმა სიხარულმა აავსო ჩვენი ოჯახი, შენ პირველი ვაჟი იყავი ჩვენთვის. მაშინ რას წარმოვიდგენდით, თუ შენი ლამაზი სიცოცხლე 2! წლის ასაკში ჩაქრებოდა.
მგოსანს უთქვამს: „წმინდაა იგი, ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება“. ერთიანი საქართველოს სიყვარულმა სახლში ვერ გაგაჩერა, თან ქართველებს „ვაჟკაცობა ხომ ძველთაგან მოგვდევს“. აფხაზეთში მისვლამდე გაგლიჯა ბოროტის ტყვიამ შენი გული, გული, ყველას სიყვარულის დამტევი.
უფალი ზეციური საქართველოსთვის, თურმე, საუკეთესო ვაჟკაცებს ირჩევს, შენ ხომ თითით საჩვენებელი იყავი ჩვენს ქუჩაზე, სიწრფელით, სიკეთით, ბავშვუ-
რად დიდი და ალალი გულით. თეთრმა ზამთარმა ჩვენთვის კვლავ დიდი სიხარული გამოიმეტა. 3. იანვარს ქვეყნიერებას შენი ძმისშვილი მოევლინა. სახელის დარქმევაზე არც დავფიქრებულვართ. პატარა ზურას შენს წილ სიყვარულს ვაჩუქებთ, შენს მაგივრად მოვეფერებით,
ძალიან გვაკლიხარ და გვენატრები. 7 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი დღიდან, მაინც ვერ შევეგუეთ უშენოდ ცხოვრებას. მაგრამ, ისე სახელოვნად წახვედი ჩვენგან, ისეთი სითბო და სიყვარული დაგვიტოვე, იმდენი ცრემლი წაიყოლე, უფალი არ დაგიკარგავს.
ღმერთმა გაცხონოს და ნათელი დაგიმკვიდროს, ზურა, პატარა ზურიკოს კი ღირსებით ეტარებინოს ვაჟკაცი ბიძის შეუბღალავი სახელი.
2000 წელი დედა.
ითანამშრომლა და ინფორმაცია მოგვაწოდა მიხეილ ნუგზაქრის ძე ბარბაქაძე დაბ. 1967წ. ვეტერანი წარმ. ხაშური