გიორგი კაპანაძე (გიორგი კორნაპელი ) დაიბადა 1931 წელს ზესტაფონის სოფელ პირველ სვირში. დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1957 წელს; მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 70-იან წლებში.
წიგნების გამოცემა სამოციანი წლების შუა ხნიდან დაიწყო; პოეტის მომცრო კრებულების ქრონოლოგია ასეთია: "ლურჯი სათიბი" 1966 წ.; "გაზაფხულის ზარები" 1970 წ. "ზღვის ტაძარი" 1974 წ.; "ჟამი სინათლისა" 1976წ.; "მარადიული პაემანი" 1979 წ.; "გადაფრენა" 1981 წ.; "თოვლი - ჩემი ორეული" 1985 წ.; "სხვა არაფერი სინათლის გარდა" 1987 წ.; "ნარცისი" 1989 წ.; პოეტის ყველა ლექსი და პოემა გაერთიანდა კრებულში "ფენიქსი", რომელიც გიორგიმ გაჭირვებით გამოსცა 1995 წელს.
წყარო: slideshare.net
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (1966-1997)
ბიბლიოგრაფია
- ნარცისი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 94გვ.
- სხვა არაფერი სინათლის გარდა : ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1987. - 206გვ.
- ჟამი სინათლისა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1976. - 67გვ.
- გაზაფხულის ზარები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1970. - 77გვ.
- ლურჯი სათიბი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1966. - 79გვ.
- http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014345/