კაპანაძე გიორგი ამირანის ძე – დაიბადა 1972 წლის 3 ნოემბერს. ცხოვრობდა ქ. კასპში (ლესელიძის ქ. #9-ში). დაამთავრა ქ. კასპის მესამე საშუალო სკოლა, შემდეგ – ქ. კასპის #148 პროფტექნიკური სასწავლებელი.
მუშაობდა კასპის ცემენტ-შიფერის კომბინატში ზეინკლად. იქიდან გაიწვიეს შინაგან ჯარში.
დაიღუპა 1992 წლის 25 ოქტომბერს სოხუმში – საგუშაგოზე მიმავალი ჯარისკაცი გზაში მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა. დაკრძალულია ქ. კასპში.
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
რიგითი გიორგი ამირანის ძე კაპანაძე ,დაბადებული 1972 წლის 3 ნოემბერს კასპში.
მსახურობდა ოპერატიულ პოლკში,1992 წლის მაისიდან.
დაიღუპა 1992 წლის 23 ოქტომბერს სოხუმში.
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი ცხოვრობს კასპი