1914 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წელს გუდაუთის განყოფილების წევრები იყვნენ: მღვდელი იოსებ ლაკერბაია, სამსონ გრიგოლის ძე ბაქრაძე, მღვდელი იონა ნაჭყებია, ანასტასია კონსტანტინეს ასული ნაჭყებია და მღვდელი ბესარიონ კაპანაძე.