გოჩა კაპანაძე ( 29 ნოემბერი 1960) მსახიობი,რეჟისორი.
დაბადების ადგილი: ზესტაფონის რაიონი, დაბა შორაპანი.
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს; 1995 წელს პარიზის პიტერ ბრუკის საერთაშორისო თეატრალური ცენტრის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1986 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია; 1993 წლიდან თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგი; მონაწილეობდა სპექტაკლებში: "სამანიშვილის დედინაცვალი"(არისტო, ცხენი), "ჰამლეტი"(პოლონიუსი, მესაფლავე), გადაღებულია ფილმებში; წლების განმავლობაში თბილისის აზერბაიჯანული თეატრს ხელმძღვანელობდა; მის შემოქმედებას კარგად იცნობენ აზერბაიჯანში, ბაქოში რამდენიმე სპექტაკლი აქვს დადგმული; 1996 წელს ნიუ-იორკში, ბროდვეიზე გაიმართა მისი სპექტაკლის "ჩემოდანის" პრემიერა; სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს სპექტაკლები: "მზის დაბნელება საქართველოში", "მოხუცი ჯამბაზები", "ერთი, ორი, სამი", "ბედი წარმავალთა", "დარისპანის გასაჭირი", "საქართველოს უკანასკნელი დედოფალი", "აზნაურები?!", "მატარებელი", "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", "უჩინმაჩინის ქუდი".