კაპანაძე დავით მართლმ. მღვდელი, 1908 წელი სოფ. ქვემო ნიქოზი, გორი
კაპანაძე დავით მღვდელი, 1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ საზოგადოების წევრობის მსურველთა სია გაუგზავნა. სიაში ზემო ნიქოზიდან იყვნენ ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე , ქვემო ნიქოზიდან – მღვდელი დავით კაპანაძე, ტირძნისიდან – მღვდელი სპირიდონ ანდრიას ძე კასრაძე, ქემერტიდან – მღვდელი დიმიტრი ანდრიას ძე კასრაძე, დიციდან – მღვდელი იოსებ კაპანაძე, ვანათიდან – მღვდელი ივანე ლუკიანოვი, შინდისიდან – მღვდელი დავით სვიმონიშვილი, თამარაშენიდან – გიგია აბესალომის ძე მაჩაბელი და ივანე აბესალომის ძე მაჩაბელი, ყელქცეულიდან – მიხეილ ანტონის ძე ლიაძე, საქაშეთიდან – დიმიტრი ნიკოლოზის ძე დიასამიძე.
კაპანაძე დავით. 1916 წლის 11 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის მოქმედების ანგარიში. ამ დოკუმენტის მიხედვით, 1915 წელს ცხინვალის განყოფილებას წარმოადგენდნენ: ივანე ალექსის ძე კოტიაშვილი, მიხეილ დავითის ძე კობალაძე, მღვდელი იოსებ კაპანაძე, მღვდელი დავით კაპანაძე, ანა ნიკოლოზის ასული კანდელაკი, მღვდელი სპირიდონ კასრაძე, ალექსანდრე იოსების ძე კასრაძე, ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე, მღვდელი ელისე კვანჩახაძე, მღვდელი იოსებ კვინიკაძე.