გიორგი დავითაშვილი ( 27 თებერვალი 1893-1966) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა პეტერბურგის ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნების სკოლა 1915 წელს.
1915-1918წწ. მუშაობდა ტაგანროგის თეატრში; 1918 წელს დაბრუნდა ბათუმში და 1919 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის რუსულ თეატრში; 1920 წლიდან ქართულ თეატრში; იგი ეკუთვნოდა ქართველ მსახიობთა იმ თაობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რუსთაველის სახელობის თეატრს; ამ თეატრის სცენაზე შექმნა 80-მდე როლი, მათ შორის: ზაალ ბარათაშვილი (ს. შანშიაშვილის "არსენა"), ლევან ხიმშიაშვილი(გ. ერისთავის "სამშობლო"), ოთარბეგი(ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო და დამნაშავენი"), ფრონდოსო (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), გოდუნოვი (სოლოვიოვის "დიდი ხელმწიფე"), ჰამლეტი (შექსპირის "ჰამლეტი"), მინდია (გრიგოლ რობაქიძის "ლამარა"), ფრანც მოორი (შილერის "ყაჩაღები"); რუსულ თეატრში მოღვაწეობის დროს შესრულებული როლებინად აღსანიშნავია: რასკოლნიკოვის ("დანაშაული და სასჯელი" ფ. დოსტოევსკის მიხედვით), ჟადოვის (ა. ოსტროვსკის "შემოსავლიანი ადგილი"), პარატოვის (ა. ოსტროვსკის "უმზითვო"); 1921 წლიდან იღებდნენ კინოში; მან დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში: "არსენა ჯორჯიაშვილი", "მოძღვარი", "თავადის ასული მერი", "დავით გურამიშვილი"; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.