ნინო დავითაშვილი ( 30 ნოემბერი 1882-1958) მსახიობი.
დაბადების ადგილი: ქ. გორი.
1902 წელს პირველი ნაბიჯები გადადგა ავჭალის აუდიტორიაში, 1904 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის თეატრში, 1910 წლიდან თბილისის ქართულ დრამატულ დასში, ხოლო 1920 წლიდან იყო შოთა რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული როლები: სონია (ა. ჩეხოვის, "ძია ვანო"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის, "ღალატი"), ოფელია (უ. შექსპირის, "ჰამლეტი"),
ქეთევანი (დ. ერისთავის, "სამშობლო"), ივდითი (კ. გუცკოვის, "ურიელ აკოსტა"), ამალია (ფ. შილერის, "ყაჩაღები"), პრასკოვია (ვ. დარასელის, "კიკვიძე"), ეფემია (მ. მრევლიშვილის, "ნიკოლოზ ბარათაშვილი"), ზიენაბი და მაიკო (ა. სუმბათაშვილის, "ღალატი"); გადაღებულია ფილმებში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.