სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
სამაჩაბლო
ვლადიმერ დავითაშვილი  უშანგის ძე 1989-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტბისი თეთრიწყარო   ქვ. ქართლი ვლადიმერ დავითაშვილი  უშანგის ძე 1989-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტბისი თეთრიწყარო   ქვ. ქართლი ვლადიმერ დავითაშვილი  უშანგის ძე 1989-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტბისი თეთრიწყარო   ქვ. ქართლი ვლადიმერ დავითაშვილი  უშანგის ძე 1989-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტბისი თეთრიწყარო   ქვ. ქართლი

1989-2008 წწ. გარდ. 19 წლის

ბმულის კოპირება

სამაჩაბლო

გვარი დავითაშვილი სია

თეთრი წყარო გამოჩენილი ადამიანები სრული სია

340       ბეჭდვა

ვლადიმერ დავითაშვილი უშანგის ძე 1989-2008წწ გარდ. სამაჩბლო დაბ. სოფ. ტბისი თეთრიწყარო ქვ. ქართლი

ვლადიმერ დავითაშვილი  უშანგის ძე  კაპრალი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი, 2008 წ. 1982 - 2008წწ


გიორგობა დღეს – 6 მაისს დაიბადა 1989-ში.

სოფელში „ვოლკს“ ეძახდნენ, ჯარში – „ბირთვისელს“. ჯანღონით სავსე იყო. ვერცხლისწყალივით დაუდგრომელი.

 


ყველაფერს ასწრებდა: კარგად სწავლასაც, ცურვასაც, ჯირითსაც, კარატეში ვარჯიშსაც, შრომასაც...

9 კლასი ისე დაამთავრა, სამიანი არ გამოჰყოლია. მერე მოუსვენარი გამხდარა...

კარგად ცურავდა. მთელ ზაფხულს ალგეთის წყალსაცავზე ატარებდა.


ცხენზე ჯირითი უყვარდა. ხშირად აკითხავდა პაპას მანგლისში და დააქროლებდა ბედაურებს.

ხალისით მიჰყვებოდა ტურისტებს ბირთვისის ციხეზე, გიდის მაგიერ, და სიამაყით აცნობდა მშობლიურ მხარეს. უყვარდა მშობლიური სოფელი, მაგრამ გული თბილისში ცხოვრებისკენ უწევდა...

სამხედრო საქმე მოსწონდა და აპირებდა კიდეც, სკოლის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. 18 წლის გახდა თუ არა, ჯარში გაიწვიეს. წავიდა და მხედრული ვალი რომ მოიხადა, ჯარში დარჩენა გადაწყვიტა. დედას არ უნდოდა ისევ ჯარში გაშვება. მან მაინც გააფორმა კონტრაქტი სამშობლოსთან – ჯარის ცხოვრობა მოსწონდა ძალიან.

ვაზიანში, მეოთხე ბრიგადაში მსახურობდა ოცმეთაურად – სულ ათი თვე.... ერაყში წასასვლელად ემზადებოდა, მაგრამ...

შეყვარებული ჰყავდა, უცნაურად გაცნობილი გოგო. ჯარში ამერიკული იარაღი რომ დაურიგეს, იმ იარაღზე ნომერი ეწერა, ჯარისკაცმა ტელეფონზე ის ნომერი აკრიფა... ლაშა იკითხა სასხვათაშორისოდ... გოგონამ უპასუხა. ცოტა ხანში ისევ დარეკა და გოგონას გაცნობა შესთავაზა...

ექვსი თვე უყვარდათ ერთმანეთი. დედასაც უთხრა - გაგაცნობო. ერაყიდან დაბრუნებამდე დაოჯახებას არ აპირებდა. ყოველ შემთხვევაში, შინ ასე ამბობდა, მაგრამ...

7 აგვისტოს, გამთენიისას, ვიდრე ომში წავიდოდა, გოგონას დაურეკა – „თუ ცოცხალი დავბრუნდი, ცოლად უნდა მოგიყვანოო“.

გოგონა ატირდა. ბიჭი გაუბრაზდა – ნუ ტირი, თორემ აღარ დაგირეკავო...

ღამით თავისი უმცროსი ძმის ოთახში შევიდა. მის საწოლთან ჩაიმუხლა. თავზე ხელი გადაუსვა, მოეფერა – შენ რომ ვინმემ რამე დაგიშაოს, არ ვიცი რას ვუზამ...


მერე დის ოთახში შევიდა. დასაც მოეფერა, აკოცა.

ოთახიდან გამოსულმა დედა დაინახა, რომელიც თვალს ადევნებდა. უკვე დიდი ვარ, არაფერს დავაშავებო. გულში ჩაიკრა დედა, აკოცა და დაიძინა.

ეს ომამდე ერთი კვირით ადრე ხდებოდა. ბოლოს შინიდან 3 აგვისტოს გავიდა. ოჯახის მანქანა გაფუჭებული იყო, მეზობლის ბიჭს სთხოვა სამარშრუტო ტაქსამდე მიყვანა. მისი თანდასწრებით დედისთვის კოცნა მოერიდა, ხელი დაუქნია მხოლოდ. არადა, კოცნით ემშვიდობებოდა სულ. ხელი დაუქნია და წავიდა...

შინ 5 აგვისტოსაც დარეკა, 6 აგვისტოსაც... დედას დაღონებული ეჩვენა. „არაფერი არ მიჭირს, გეჩვენება“ – დაამშვიდა დედა.

7 აგვისტოს წავიდა ომში. შინ არც კი დაურეკავს – „ჩემებს ვერ ვეტყვი, ომში რომ მივდივარ“... ტელეფონი ჩააბარა და წავიდა...

ომის დაწყებით თავზარდაცემული დედა რეკავდა... ბიჭს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. რეკავდა მის მეგობრებთან, ზოგს გათიშული ჰქონდა, ზოგთან არ გადიოდა... დედა ყველასთან კითხულობდა მის ამბავს, ვერაფერს იგებდა...

შვილი ამ დროს გააფთრებით, უშიშრად იბრძოდა ცხინვალში.

მეზობელ სოფელში ჯარისკაცი დაბრუნდა ომიდან, ის ჯარისკაცი ეტყვის, ბიჭის დედას, რომ ბოლოს 8 აგვისტოს ნახა, როცა ტყეში ისვენებდნენ.

ოჯახი ყველგან ეძებდა. დაჭრილებში, ყველგან შვილის სურათებს არიგებდა, შვილის ამბავს ეკითხებოდა. ბიჭებმა რომ ვაზიანში იწყეს დაბრუნება, დედა ვაზიანში მივიდა. ყველა მომავალ მანქანას წინ უდგებოდა, შვილს ეძებდა სისხლსა და ჭუჭყში ამოსვრილ ჯარისკაცებში. გარჩევა ჭირდა, უკუნი ღამე იყო.

დედა იდგა და იძახდა - „დავითაშვილი“, იმედი ჰქონდა, ლადო თავის გვარს რომ გაიგონებდა, გამოეხმაურებოდა დედას. დედას ამშვიდებდნენ, მათი ბატალიონი უკან მოდისო. არადა, ყველამ იცოდა, რომ...

12 აგვისტოს ღამე იყო... ის იყო ინათა... ვაზიანში 41-ე ბატალიონი ბრუნდებოდა, „ბირთვისელის“ ბატალიონი... ძალიან ცოტანი ისხდნენ მანქანაში.

დედამ დაიძახა - „დავითაშვილი“!!!

ყველამ თავი დახარა.

დედა მიხვდა, რომ მისი შვილი ამქვეყნად აღარ იყო...

ოცმეთაურის დედამ შინ ოცეულის სია იპოვა ტელეფონებით. ყველასთან რეკავდა. არავინ პასუხობდა. ბოლოს ერთმა უპასუხა – თორნიკე გადელიამ. დავითაშვილის ამბავი ჰკითხა. ჯარისკაცმა იუარა, არაფერი ვიციო.

„როგორ თუ არ იცი? თქვენი სერჟანტი იყო და მიგატოვათ?! – აღმოხდა დედას.

არადა ზუსტად იცოდა დედამ თავისი გაზრდილი შვილის ამბავი – მის გვერდით მისი მეგობარი რომ მოეკლათ, ის, არც ტყვიას აარიდებდა თავს და არც თავის გადარჩენაზე იზრუნებდა.

შემდეგ უკვე მამა, ძმა, ბიძა ურეკავდნენ ჯარისკაც გადელიას. უხსნიდნენ, რომ თუ რამე იცოდა უნდა ეთქვა. ჯარისკაცმა ისღა თქვა – „ტელეფონში ვერაფერს გეტყვით, ნორიოში ვართ და აქ მობრძანდით...“

ნორიოში წავიდნენ - თორნიკეს სანახავად. ჯარის ბიჭები იყვნენ ერთად – ტირილისგან დასიებული თვალებით. თორნიკე ხმას ვერ იღებდა. სხვა ლაპარაკობდა... მათ ნახეს როგორ აფეთქდა „ბირთვისელი“...

ალყაში მოუმწყვდევიათ და ტანკიდან უსვრიათ...

ეს, 9 აგვისტოს, შუადღეს მომხდარა.

დარწმუნდნენ, რომ ლადო აღარ იყო ამქვეყნად.

დედამ ბოლოს 26 აგვისტოს, გადმოსვენებულ ბიჭებში მიაკვლია თავის ბიჭს.

ბიჭს საბუთები თან ჰქონდა.

47 კუბო იდგა. მხოლოდ ერთს ჰქონდა მიკრული შავი ვარდი...

იქ „ბირთვისელი“ ესვენა.

დედამ დღემდე არ იცის საიდან გაჩნდა ის შავი ვარდი მისი ვაჟის კუბოზე.

მარიამობას სოფელში გადაასვენეს...

ვლადიმერ დავითაშვილი 19 წლის იყო.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.08.2020
ბოლო რედაქტირება 15.08.2022
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0