ნიკოლოზ VII (ერისკაცობაში ბარათაშვილი) — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1561-1584 წლებში. მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სამეურნეო-ქონებრივი მდგომარეობის მოსაწესრიგებლად ქართლის სამეფოს ცენტრალურ ხელისუფლებას 1565 წელს დაამტკიცებინა მცხეთის ქართლური მამულების შეწირულობის სია. მისივე ინიციატივით ქართლისა და კახეთის სამეფო კარმა მცხეთას მრავალი სოფელი შესწირა.