წყარო 1811-1917წწ ეგზარქოსობისდროინდელი იმერეთის ეკლესიები და მღვდლები, ავტ. მერაბ კეზევაძე სრული სია
1100-ზე მეტი წმიდა გიორგის ტაძარი საქართველოში, მოგვაწოდეთ რაც, გამოგვრჩა.
ბარათაშვილი გერვასი ელეფთერის ძე 1904-1908წწ მერევის წმ. გიორგის ეკლესია ჭიათურა, ?-1915წწ შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესია. ჭიათურა.
საპატრიარქოს უწყებანი #1, 12-25 იანვარი, 2023 გვ. 20
დეკანოზი გერვასი ბარათაშვილი 1877-1944 წწ.
დეკანოზი გერვასი ელეფთერის ძე ბარათაშვილი 1877 წელს, ქუთაისის გუბერნიაში, შორაპნის მაზრის სოფ. ნავარძეთში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
1899 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1900 წლის 8 სექტემბერს გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დაინიშნა. 1902 წლის 20 იანვრიდან იმავე სასწავლებლის პედაგოგიცაა, საიდანაც 1904 წლის 30 აპრილს გათავისუფლდა. 1904 წლის 24 აპრილს იმერეთის ეპისკოპოსმა
ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, იმავე წლის 1 მაისს მლვდლად დაასხა ხელი და ქუთაისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში დაადგინა. 1904 წლის 19 ნოემბერს მერევის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1905 წლის 26 თებერვალს მერევის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1908 წლის 1 მარტს გათავისუფლდა მერევიდან და ჭიათურის უმაღლესი დაწყებითი სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად და შუქრუთის წმ. მარინეს სახ. ტაძრის უშტატო მღვდელმსახურად განამწესეს. მალევე მას დაევალა ჭიათურის საქალაქო ექვსკლასიან სასწავლებელში საღთთთო სჯულის სწავლება ყველა კლასში და ოთხკლასიან კერძო საქალებო პროგიმნაზიაში მასწავლებლობა. 1908 წლის 20 სექტემბერს სვერის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაადგინეს. 1908 წლის 26 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1909 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების ნამდვილი წევრი.
1911 წელს მღვდელ გერვასის დაპირისპირება მოუვიდა ჭიათურის მხარეში მოღვაწე ასევე ცნობილ მოძღვართან, ბესარიონ ვაშაძესთან. სამწუხაროდ, მოძღვრები ვერ მორიგდნენ და მათ თავიანთი საქმის განხილვა საჯაროდ პრესის ფურცლებზე გადაიტანეს, რაც ასახულია გაზეთ „შინაური საქმეების“ ნომრებში. აი, რას წერდა მღვდელი ბესარიონი: „მამაო გეგრასი! ...შეოთხე წელინადი გადის მას შემდეგ, რაც თქვენ მერევის სამრევლოდგან ზძიათურის საქალაქო სასწავლებელში გადმოხვედით საღმრთო სი„ულის მასწავლებლად, ესე იგი, დასტოვეთ სამსახური საეპარქიო უწყებაში და სახალხო განათლების უნყებაში დაიკავეთ ადგილი. იმ დროიდგანვე იმ ზომაზედ გაგიტაცათ ფულის სიყვარულმა, რომ არ დაკმაყოფილდით თქვენი დიდი ჯამაგირით და ჩემ სამრევლო დაბა ჭიათურაში მოურიდებლად და თავისუფლად იწყეთ ხელის ფათური, მოინდომეთ ჭიათურის ხელში ჩაგდება, რისთვისაც ყოველი ღონე იღონეთ, ყოველი ზომები მიიღეთ: დადიოდით ხალხში საიდუმლოთ, ჩემ თავს აძულებდით საზოგადოებას და თქვენი თავი კი ყველას გააცანით და დაასახელეთ ძიათურის სამრევლოს მღვდლათ, რითაც რაოდენიმე პირები კიდეც შეიყვანეთ შეცდომაში, მასთან მთავრობასთანაც მრავალჯერ სიტყვიერად და ერთხელ წერილობითაც კი დამაბე ზღეთ და ცილი დამწამეთ, ვითომ მე 4იათურაში ეკლესიის აშენების წინააღმდეგი ვიყო და კიდეც თხოულობდით ჩემს გაძევებას ჭიათურიდგან; ეს ბოროტი სურვილი დღესაც გაქვსთ, თუ კი განახორციელეთ... თქვენი ასეთი ამხედრება ჩემს წინააღმდეგ გახსოვსთ, როდის იყო? /907- 7908 წლებში, სწორეთ მაშინ, როდესაც მე ღვთის განჩინებამ თითქმის ერთ დროს მომაშორა სამუდამოდ ახალგაზრდა შეუღლე და ოჯახის მოამაგე და მოჭირნახულე მამა და ღრმა მწუხარებაში ჩავარდნილს, თანამოძმეს ნუგეშის და გამხნევების მაგივრად, თქვენის შეუფერებელი მოქმედებით ძარღვები ამიშალეთ და სიცოცხლე და ენერგია მო-მიწამლეთ. აი, ძმობაც ამასა ჰქვიანა!!! თქვენ კი არც იმას მიაქციეთ ყურადღება, რომ სასულიერო მთავრობამ დ. ჟიათურა მიაწერა რწმუნებულს ჩემდამო ზედა რგანის სამრევლოს, რადგანაც ზედა რგანი ნამეტანი პატარა სამრევლოა, სადაც მხოლოდ 60კომლი სცხოვრებენ და ისინიც უკიდურეს სიღარიბეს განიცდიან, ხუთი აზნაურისა და სამის გლეხის გარდა, შავი ქვის მადნის დამუშავების მიზეზით მაშინ, როდესაც ზოგიერთს სამრევლოებში ხშირად 200-300კომლამდის სცხოვრებენ და იქაც კი უჭირსთ ეკლესიის კრებულთ თავის რჩენა დღევანდელ პირობებში. იმ მიზნით, რომ მე როგორმი დავეფარე სასულიერო მთავრობას თქვენის ძალ-მომრეობისგან და ყველას გაეგო, რომ ჭიათურა მე შეკუთვნის სამრევლოდ და არა თქვენ, სწორეთ რვა „რეზოლუციაა“ დადგენილი და დაკანონებული თქვენს წინააღმდეგ, რომელთაგანი ერთი არის ეპისკოპოს ლეონიდესი და შვიდი კი დღევანდელი იმერეთის ეპისკოპოსის გიორგის მიერ, მაგრამ თქვენ კი არცერთ „რეზოლუციას“, განკარგულებას არ დაემორჩილეთ. ამას
ისიც დაუმატოთ, რომ 1909 წლის ნოემბრის 9-10 რიცხვებში მეუფე გიორგი ბრძანდებოდა აქ/მღვიმის დედათა მონასტერში, სადაც მე და თქვენ ერთად წარუდექით მისს მეუფებას, რომელმაც მწყემსმთავრული დარიგება გიბოძათ შემდეგი სიტყვებით:
„თქვენ თქვენი საკუთარი ადგილი გიკავიათ საერო უწყებაში, მაგ შტატის ადგილი სრულიად საკმარისია თქვენთვის, სხვის სამრევლოში შეცილებას თავი გაანებეთო“ და სხვა“ ხსენებულ წერილში მამა ბესარიონს მოჰყავს ასევე სხვა მაგალითებიც, ბოლოს კი სთხოვს ოლქის სამღვდელოებას, ჩაეროს საქმეში
და გამოთქვას თავისი მოსაზრება ამ გაზეთის საშუალებით. 1911 წლის 2 მაისს მღვდელმა გერვასიმ საპასუხო წერილი გამოაქვეყნა იმავე გაზეთში, რომელშიც წერდა: „დიდი სიამოვნებით წავიკითხე შინაური საქმეების ის ნომერი, რომელშიდაც დასტამბულია ღია წერილი მღვდლის, ბ. ვაშაძისა, ჩემდამო
მომართული. როგორც წერილის სათაურიდან სჩანს, მღვდელი ვაშაძე მომმართავს მე და, მაშასადამი ,პასუხსაც ჩემგან უნდა ითხოვდეს, მაგრამ წერილის ბოლო სულ სხვანაირია: მე გვერდს მიხვევს და თანამოძმე სამღვდელოებას სთხოვს, თავისი პირუთვნელი და სწორი აზრი გამოსთქვას, ვითომდა, ჩემი შეუფერებელი საქციელის შესახებ. ძალიან გამაკვირვა მისმა ასეთმა საქციელმა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველასაც, ვინც წაიკითხვდა ან აწ წაიკითხავს, გაუკვირდებოდა და გაუკვირდება. როგორ არ უნდა გაუკვირდეს კაცს მისი ასეთი ანბანური ჭეშმარიტების უცოდინრობა. მ. ვაშაძეს დღემდის არ ცოდნია,
რომ თანამოძმე სამღვდელოებას არავითარი აზრის გამოთქმა არ შეუძლია, ვერავითარ ნუგეშს მას ვერ მისცემს და ვერაფრით მას ვერ ასიამოვნებს, სა-ნამ ჩემს აზრსა და შეხედულებას არ გაეცნობა ამ საგანზე, რომელიც მ. ვაშაძეს აუღია სალაპარაკო საგნათ. სამღვდელოება გამოსთქვამს აზრს შემდეგ
ჩემი პასუხისა, თუმცა, როგორც ზემოთა ვსთქვი, ის ჩემგან პასუხს არ თხოვილობს და ან მაშვინ, უკეთუ მე პასუხი მას არ გავეცი, რადგან ჩემ სიჩუმეს ყველანი თანხმობის ნიშნად ჩათვლიან. მე მზათა ვარ ამ ჟამადვე მისი სიცრუე საზოგადოებას დაუმტკიცო, მაგრამ საქმე აი, რაში მდგომარეობს: როდესაც
მისმა საზი ზღარმა მოქმედებამ იმდენად ამაღელვა, რომ მოთმინება შეუძლებელი შეიქმნა ჩემთვის, მე მივმართე ამა მდგომარე წლის თებერვლის პირველ რიცხვებში ჭიათურის სასამართლოს მსაჯულს, ბ. ნ. რაზმაძეს და მისი პირით მღვდელი ვაშაძე საამხანაგო სამართალში გამოვიწვიე. მ. ვაშაძე დასთანხმდა, მაგრამ რამოდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც მოაწია ჩვენმა გასამართლების დრომ, მ. ვაშაძემ უარი განაცხადა საამხანაგო სამართალზე. შემდეგ მისი უარისა, მე გადავწყვიტე სხვა გ ზით მეგებინებია პასუხი მ. ვაშაძისათვის, მაგრამ სანამ ახალგ ზას დავადგებოდი მას ხუთი კაცის პირით უკანასკნელი წინადადება მივეცი, საამხანაგო წესით გამომსწორებოდა და უკეთუ უარს შემომითვლიდა, იმ შემთხვევაში თავისუფალი უნდა ვყოფილიყავი ყოველივე საყვედურისაგან, თუ ვინიცობაა საქმე ცუდს მიმართულებას მიიღებდა. ეს იყო 29აპრილს. მოციქულებს ყოველივე გადაეცათ მ. ვაშაძისათვის და თანაც დაემატებიათ, რომ უკეთუ ვაშაძე უარს იტყვის კიდე, იმ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ვაცნობოთ, რომ სწორეთ ვაშაძე ყოფილა ყველაფერში დამნაშავე და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ჩვენ დაგვიჯერებს ყოველივესაო. მღვდელი ვაშაძე დიდი ყოყ-მანის შემდეგ დასთანხმებულა შემდეგის პირობით: მედიატორეებათ უნდა იყვნენ უთუოდ მღვდლები
(ჰგავს ვაშაძე ერისკაცებს აღარ ენდობა);
2) მე, ბარათაშვილმა, არ უნდა დავასახელო მედიატორეთ მღვდელი ვლადიმერ კაპანაძე;
3) პასუხი არ უნდა გავსცე „შინაურ საქმეებში“ ჩემ წინააღმდეგ მოთავსებულ წერილზე. რამდენად კანონიერია მ. ვაშაძის მოთხოვნილება, ეს მიმინდვია პატივცემულ მცითხველებისათვის, მე კი მას, ვაშაძეს, ვასიამოვნებ შემდეგით: 7) იყვნენ მღვდლები მედიატორეებათ; 2) არ
დავნიშნავ მედიატორეთ მ. კაპანაძეს, თუმცა მას არავითარი საბუთი არა აქცს კაპანაძეს წინააღმდეგ ამხედრებისა; 3) მე ჯერჯერობით პასუხს არ გავსცემ მას, მაგრამ პასუხი არ იქნება მედიატორეების განაჩენი? ვინ იცის, შეიძლება იმათაც მოსთხოვოს
ასეთივე პირობა! როდესაც ამ სტრიქონებსა ვსწერ, მე ჯერ კიდე არ ვიცი, ვის ასახელებს მ. ვაშაძე მედიატორეთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე ვაცნობე მას და ვსთხოვე, ერთი მამა არ დანიშნოს მედიატორეთ, თუ ეს შესაძლოთ დაინახოს და თუ არ მოეშვე-„საქართველოს“ მკითხველებს მოგეხსენებათ, სოფ. მღვიმეში მონაზონი მოღვაწეობს. მოღვაწეობის საქმე ასე გამოირკვა. ახალგაზრდა მონაზონს ტრიელთან დაახლოებით ჭიათურის სკოლების სკოლის მასწავლებელი მოძღვარი ბარათაშვილი. ბოლოს საქმე იქამდე მისულა, რომ ერთის მეორესთან დაუწყია მსჯელელობა. ამ რომანტიულ განწყობას მოწყობილია სატრფიალო წერილების მიწერ-მოწერა. ეს ამბავიც შეუუმჩნეველი არ დარჩათ სხვა მონაზვნებს. ეჭვით მოპყრობითმა წერილები დაუწერიათ. ამბავი დაუყოვნებლივ აცნობეს იმერეთის მღვდელმთავარს. ამ უკანასკნელს გამოძიება დაუწყია... რა იქნება, საქ-მე რით გათავდება, არ ვიცით. შედეგს დროზე შე-გატყობინებთ“.
პარალელურად შეიკრიბა სვერის ოლქის სამღვდელოებად, სადაც განიხილეს აღნიშნული საკითხი. კრებაზე აღინიშნა, რომ ამ რამოდენიმე თვის წინად გაზეთში კორესპონდენტმა „ციცინათელამ“ ცნობა მოათავსა, ვითომც მოძღვ. გერვასი ბარათაშ-ვილს მოვიძიევის დედათა მონასტრიდან მონაზონი გაეგზავნათ. სამღვდელოებამ იმსჯელა და გადაწყვიტა, გაეგზავნათ საპასუხო წერილი გაზეთ „საქართველოოს“ რედაქციაში. თავის მხრივ, მამა გერვასიიმ პროტესტი განუცხადა გაზეთს და კორესპონდენტის ვინაობის დასახელება მოსთხოვა სასამართლოში გასასაჩივრად. გაზეთის რედაქციაც დაუყოვნებლივ შეუდგა საქმის ვითარების გამოძიებას. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი იყო ცილისწამება და სიმართლეს მოკლებული და უსაფუძვლო, რაზეც რედაქციამ მწუხარება გამოთქვა და ბოდიში მოიხადა ჯერ მღვდელთან.
ბარათაშვილის წინაშე და შემდეგ მკითხველი საზოგადოების წინაშე. იმავე გაზეთში გამოქვეყნდა წერილი, რომელიც რედაქციის თხოვნით გააგზავნა სვერის ოლქის მთავარხუცესმა, დეკანოზმა იოსებ წერეთელმა: „თქვენი წერილის საპასუხოდ პატივი მაქვს შემდეგი მოგახსენოთ: პირველ ყოვლისა მე, როგორც მღვიმევის დედათა მონასტრის ბლაღოჩინმა, იმ ხმების შესამოწმებლად, რომელიც გაავ- რცელეს მღვდლის მ. ღერვასი ბარათაშვილის შესახებ, ადგილობრივ გამოვიკვლიე საქმის მდგომარეობა და დავრწმუნდი, რომ ხსენებულ მონასტრიდან მონაზვნის გატაცების ამბავი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. შემდეგ თქვენ გაზეთში მოთავსებულ ცნობას ყურადღება მიაქცია იმერეთის ეპისკოპოსმა, ყ-დ სამღვდელო გიორგიმ, რომელმაც მიბრძანა, საიდუმლო გამოკვლევა მომეხდინა, რაც ჩემ მიერ უკვე შესრულებულ იქმნა და გამოძიებული საქმე კარგა ხანია ჩემ მიერ ყ-დ სამღვდელოს წარედგინა.
გამოძიების დროს თვისი ხელით ჩავაწერიე ჩვენება საჭირო პირებს და მათი ჩვენებიდან გამოირკვა, რომ თქვენს გაზეთში მოთავსებულ ცნობას ნამდვილად ადგილი არ ჰქონია და მ. ღერვასი ბარათაშვილის შესახებ თქვენი გაზეთის მიერ გავრცელებული ხმები სრულიად უსაფუძვლო და მოჭორილი გამოდ-
გა. ცხადია, „საქართველოს“ პატივცემული რედაქცია შეცდომაში შეუყვანია კორესპონდენტს“. იქვე, სტატიის ბოლოს, რედაქცია მღვდელ ბესარიონ ვაშაძის თხოვნით ამოწმებდა, რომ „ციცინათელას" ფსევდონიმით მოთავსებული აღნიშნული სტატია მას არ ეკუთვნოდა.
ართლმადიდებელი ეკლესიის იმერეთის ეპარქიის დროებით მმართველობაში შედიოდა. 1917 და 1920 წლებში მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ და მეორე საეკლესიო კრებებში. 1918 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1918-1922 წლებში იყო ჭიათურის
ოლქის მთავარხუცესი. 1924 წლის აგვისტოს გამოსვლების დროს ხელისუფლებამ მრავალი სასულიერი პირი დახვრიტა, ზოგიც ამ ამბის შემხედვარე შეშინდა და უარი თქვა მსახურებაზე. მათ რიცხვში იყო დეკანოზი გერვასიც, რადგან 1926 წლის 17 თებერვალს შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქუთაის-გაენათის ეპარქიის სამღვდელოების სიაში იგი აღარ იხსენიება მოქმედი სამღვდელოების რიგებში. დარჩენილი ცხოვრება მან საერო სამსახურში გაატარა და პედაგოგიურ დარგში მოღვაწეობდა.
ჰყავდა მეუღლე - ვერა სიმონის ასული კასრაძე (დაბ. 1874წ.) და შვილები: ვახტანგი (დაბ. 1902წ.), მარიამი/მარიკა (7.04.1908-30.12.2008წწ., ქართველი პოეტი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე).
წყარო: საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფ. 489, აღწერა 1, საქმე M57663; საქართველოს საპატრიარქო არქივი, აღწერა I, საქმე M6478; XVიMმM „/IVX0896III 80CIVII I 9IV3IIIICM0I0
3.ფმიXმIმ“ 1899 წ. M11; გაზეთი „შინაური საქმეები“ 1911 წ. M11, გვ. 12-14; M13, გვ. 14-15; M16,
გვ. 8-10; გაზეთი „საქართველო“ 1915 წ. Mვ6, გვ. 5;
M102, გვ. 4; M162, გვ. 4; გაზეთი „კომუნისტი“ 1944
წ. 91, გვ. 4.
მღვდელი
გიორგი მაჩურიშვილი