გიორგი (გია) ნაჭყებია დაიბადა 19 იანვარი 1963 წელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 23-ე ბრიგადის მესამე ბატალიონის მეორე ასეულის მებრძოლი – გიორგი ჟორას ძე ნაჭყებია, მსროლელი 1992 წლის 22 ოქტომბერს გუმისთის მისადგომებთან ერთ-ერთი საომარი ოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
ღირსეული პიროვნება იყო გია, ზრდილი, თავმდაბალი, სამშობლოს უსაზღვროდ მოყვარული, მუდამ სხვისი ჭირის გამზიარებელი, ბოროტებასთან და უსამართლობასთან შეურიგებელი. გიას ხანმოკლე ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტმა ვაჟკაცმა და საჭიროების შემთხვევაში უიარაღომაც კი არაფერი დაუთმოს კბილებამდე შეიარაღებულ მტერს და თავისი გმირული სიკვდილით დაამარცხოს და გააოგნოს იგი. 22 ოქტომბერს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გია გმირის სიკვდილით დაეცა აფხაზ ექსტრემისტებთან შეტაკებისას. კიდევ ერთი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ვაჟკაცის სისხლი დაიღვარა წმინდა საკურთხეველზე, რომლის სულმაც გმირ წინაპართა უკვდავ გალერეაში დაიდო ბინა. იგი გულით დაიტირეს ფრონტის ხაზს იქით დარჩენილმა თანასოფლელებმაც, საიდანაც „მოყვარე მტრისაგან“ თავგზააბნეული ბავშვობის მეგობრები ესროდნენ.
ვინ იცის, იქნებ ამ ცრემლმაც თქვას თავისი სათქმელი სიტყვა, როცა კვლავ ერთად შეიყრებიან გაღმა-გამოღმა დაღუპულთა შვილები, მაგრამ არა ომისათვის – მშვიდობისათვის!
მიწას მიაბარა მისმა ნათესავმა და ახლობელმა ნაჭყებია აქვსენტიმ (ტასო).