მღვდელი ანდრია ნაჭყებია
მღვდელი ანდრია ნაჭყებია დაიბადა 1836 წელს სოფ. კურზუში. დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ
სწავლას აგრძელებს ძველი სენაკის სასულიერო სასწავლებელში. მისი დამთავრების შემდეგ, 1860 წელს,
გაამწესეს ზუგდიდის მაზრის სოფ. ორსანტიის მაცხოვრის ეკლესიაში.
29 წლის ასაკში მღვდლად აკურთხეს ამავე ეკლესიში, სადაც იმსახურა 35 წელი.
მამა ანდრიას სასულიერო მოღვაწეობა მეტად რთულ პერიოდში უწევდა, მაგრამ იგი, როგორც უშიშარი,
სიმართლისათვის თავდაუზოგავი მებრძოლი, მთელი შემართებით პირნათლად ასრულებდა დედა
ეკლესიის მოთხოვნებს.
მიუხედავად დიდი საეკლესიო დატვირთვისა, მამა ანდრია, როგორც ქართულის დიდი მოტრფიალე, სოფლის ახალგაზრდობას
წერა-კითხვას ასწავლიდა. დაქორწინებული იყო ივლიტა ქუთელიაზე. მათ ეყოლათ
სამი ვაჟიშვილი და სამი ქალიშვილი, ყველანი საზოგადოებაში გამორჩეული პიროვნებები იყვნენ.
მათ შორის აღსანიშნავია კალისტრატეს საქმიანობა, იგი ქველმოქმედებას ეწეოდა.
გვ267
მან სოფ. დარჩელში თავისი სახსრებით ააშენა და დააარსა სამკითხველო და ბიბლიოთეკა.
აგურისაგან აშენებული პატარა შენობა დღესაც ამშვენებს სოფლის ცენტრს.
მამა ანდრია გარდაიცვალა 64 წლის ასაკში, დაკრძალულია სოფ. ორსანტიის ადრე მოქმედ ეკლესიაში. მის საფლავს აქვს
წარწერა: ,,უფალო მოიხსენე ლოდსა ამასა ქვეშე მდებარე ორსანტიის მღვდელი ანდრია ვასილის ძე ნაჭყებია. დაიბადა
1836 წელს, გარდაიცვალა 1900 წლის 1 დეკემბერს. იმსახურა 35 წელი''.
მურმან ნაჭყებია