ალექსანდრე აქვსენტის ძე ნაჭყებია დაიბადა 1924 წლის 24 ივნისს სოხუმში გარდაიცვალა 1990 წლის 13 აპრილი სოხუმი აფხაზეთი დაკრძალულია სოხუმში
სამუშაო სოხუმის რკინიგზის მთავარი ინჟინერი
მამა აქვსენტი ნაჭყებია
მშობლები მამა აქვსენტი ნაჭყებია ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი
დედა ლიდა ნადარეიშვილი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის,ქართულ თეატრის მკერავი
ორივე დაკრძალულია ქალაქ სოხუმში
მეუღლე თათუშა ილარიონის ასული ხოჭავა-ნაჭყებია. დაიბადა ქ. ოჩამჩირეში 1924 წლის 24 ივლისი სპეციალობით ბიოლოგი დაქორწინდნენ 1955 წელს სოხუმში. გარდაიცვალა ქ. თბილისში 1998წლის 7 იანვარს. დაკრძალულია წყნეთის სასაფლაოზე.
თათუშას მშობლები იყვნენ პედაგოგები ოჩამჩირის ქართულ სკოლაში.
შვილი აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-93წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ვახთანგ გორგასლის ორდენის მფლობელი, სიკვდილის შემდგომ დაკრძალულია ვაშლიჯვარის ძმათა სასაფლაოზე, ჩამოსვენებულ იყო 2021 წელს სოხუმიდან
შვილი მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
მოგონება მამაზე----მამა ალექსანდრე იყო ძალიან კეთილი და ამასობაში მკაცრიც....იყო მათემატიკოსი. შვილებს ამეცადინებდა . რა დროსაც არ უნდა მოსულიყო....აგვაყენებდა ლოგინიდან და გაკვეთილები უნდა ჩაგვებარებინა ( ამას ვეძახი სიმკაცრეს)....
ზაფხულობით დავყავდით საუკეთესო ბანაკებში, სადაც იყო სპორტის სწავლება. გვიკონტროლებდა ყოველ ნაბიჯს. ერთხელ მახსოვს სკოლიდან გავიპარეთ მთელი კლასი....წავედით კინო "აფსნში". რომ გამოვედით მამაჩემი მანქანით უკვე მელოდებოდა გაბრაზებული. მთელი გზა სახლის მისვლამდე ხმა არ ამოუღია. სარკიდან კი გაბრაზებული მიყურებდა"-----
ჩემი ოჯახი იყო სტუმართ მოყვარე. ხშირად რკინიგზელები ჩვენთან გროვდებოდნენ....სუფრა რომ გაიშლებოდა , ჩვენ ოთახიდან არ გამოვდიოდით. .....
მშობლების სიყვარული არ ნელდება..
მარინა ნაჭყებია
15. 07. 2022
მარინა ნაჭყებიას მეუღლე თენგიზ ლენსტმახის ძე ჩარგეიშვილი დაბ ქ. სოხუმი 1954 წლის 7 დეკემბერი გარდაიცვალა ქ. თბილისში 2008 წლის 13 ოქტომბერს
შვილიშვილები მარინა ნაჭყებიას მხრიდან დავით და დიანა ჩარგეიშვილი
ვაჟისგან ჰყავს ერთი შვილი ლევანი
ქალიშვილისგან ორი შვილი ლევანი (ნიკა) და საბა