სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 8995

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
150000 ქართული გვარები ქალაქებიის სოფლების მიხედვით
დავით ფეიქრიშვილი  დ.1970წ. საოჯახო ჟურნალი ნიმუში დაბ. თელავი კახეთი
გვარი ფეიქრიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

2       ბეჭდვა

დავით ფეიქრიშვილი დ.1970წ. საოჯახო ჟურნალი ნიმუში დაბ. თელავი კახეთი

შექმენი საკუთარი ისტორია გახდი ისტორიის განუყოფელი ნაწილი.

დავით ფეიქრიშვილი  დ.1970წ. წინაპრები დაბ. თელავი კახეთი

საოჯახო ჟურნალი 20 გვერდის ფარგლებში 3 ეგზემპლიარი, ფოტო და ტექსტური მასალა. მონაცემები აიტვირთება საიტზე mematiane.ge , ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში, ღირებულება 100 ლარი (ღირებულებაში შედის, კონსულტანთის მომსახურება, დაკაბადონება, დაბეჭვდა, მიწოდება, საიტზე ატვირთვა)

საოჯახო ჟურნალი სადაც განთავსებულია წინაპრების ფოტოები, მoკლე, ან ვრცლად ბიოგრაფიული ცნობები, შეუძლია შექმნას ნებისმიერმა მსურველმა. ნიმუშში მოცემულია ინფორმაციის ნაწილი რადგან არ დაირღვეს პირვნების უფლებები. ვრცლად მოგაწვდით პირად კონტაქტში. 

mematiane.ge დაკავშირება გადადი ლინკზე

ნიმუშის მოკლე ვერსია

წარმომავლობა

არის ვერსია, კახეთში ფეიქრიშვილები წამოსულან ლევან (ლევანი — კახეთის მეფე 1518/1520—1574 წლებში) მეფის დაცვაში ხევსურეთიდან,სოფელ როშკიდან. რამდენად იყვნენ ჩვენი წინაპრები არ ვიცი, 300 არაგველზეც ამბობდნენ,საკმაოდ დიდი ნაწილი ფეიქრიშვილი იყო. შტო, რაც ზუსტად ვიცი, თელავის რაიონ- სოფელი კონდოლიდანაა.  უბნის მოსახლეებიდან ფეიქრიშვილები სჭარბობენ. ჩვენი მოგვარეები არიან ახმეტის რაიონში: სოფელი მატანში, სოფელ ხოდაშენში; ყვარელში; საგარეჯოში; ლაგოდეხშიც შემხვედრია, სამცხე ჯავახეთსა და გურიაში; კომპაქტურად დასახლებულები არიან დუშეთის რ-ნი სოფელ ჭილურტაში. გვარი დიდია და თითქმის ნათესაობა არ იკვეთება  სხვადასხვა ადგილას დასახლებულ ფეიქრიშვილებს შორის, თუმცა შეიძლება შეხედულება მიკერძოებულია, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული  გენეტიკური ერთობა და დადებითი აურა, რადგან გვარი ნეიტრალურია. არის შემთხვევებიც, რომ გვარსაც იკეთებდნენ სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები ჩვენს გვარზე, ხშირად ნათესაური კავშირის გამო: ან დედის გვარი იყო ან ბებიის, ეს 10% -ზე მეტი არ იქნება. დავძენ, რომ თუნდაც გვარის აურა უკვე დადებით გავლენას ახდენდა და ფეიქრიშვილებისათვის დამახასიათბელი ბევრი საერთო თვისება უყალიბდებოდათ. ჩვენი ტრადიციული დღესასწაული იყო კვირაცხოვლობა (აღდგომის შემდგომი კვირა),რომელსაც აღნიშნავდნენ კონდოლში. მამაჩემის თქმით,ჰქონდათ ასევე ტრადიცია მიახლებოდნენ გავაზის  წმიდა გიორგის ხატს (ამჟამად ყვარლის რ-ნი სოფელ ახალსოფელის ზემოთ). დავითი დაბ. 1970წელი, მევლუდი დაბ. 1946წელი, დავითი დაბ. 1928წელი, ზაქარია დაბ. 1897წელი, საბა, ალექსი.

მამასთას მევლუდისთან ერთად 1975 ფოტო

დედასთან ერთად 1973 წელის ფოტო


მამის მამის მამა- შაქრო(ზაქარია) ფეიქრიშვილი დაიბადა 1998 წელს, პირველი ქორწინების პეიროდში ცხოვრობდა თელავში, მეორე ქორწინების დროს კონდოლში,გარდაიცვალა ავტოავარიაში 1965 წელს, დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეორე მეუღლესთან (მარიამთან) ერთად. ზრდა - 4 შვილი ორი ქორწინებიდან- 75%, 8 შვილისშვილი- 75%, 11 შვილთაშვილი -30%  ჩემი მამის მამის მამა



მარიამ მჭედლიშვილი დაიბადა 1900 წელს სოფელ კურდღელაურში თელავი (შაქროს მეუღლე მეორე ქორწინება) გარდაიცვალა 1978 წელს, 78 წლის ასაკში

ფოტოზე 1950-იანი წლები. ბაბე ტუსნიაშვილი შილიშვილებთან გიული და ცირა შავბალახაშვილებთან 

დედის მამამის მამა -გიორგი შავბალახაშვილი ,მეუღლე ბაბე ტუსნიაშვილი, შვილები: მერი, მირიანი პაპა, მაყვალა, თამრიკო. მერი გადაჰყვა მშობიარობას, ქმარი ნიკალა ნიორაძე ,შვილი ნელი. მეუღლე აბესალომი (ჩუნო) ქვაჭრელიშვილი, შვილები: ემზარი, ზაზა და მერი. ემზარი ქვაჭრელიშვილი ცხოვრობს თბილისში, მეუღლე ნაისი ხვედელიძე ჭიკაანიდან, შვილები: მზია და ზაზა,მზიას მეუღლე გიორგი სურგულაძე. მერიკო ქვაჭრელიშვილის მეუღლე  სულიკო (სოლომონ) დონაძე, შვილები: ალეკო, ნიკა და ნატა. ალეკო დონაძის  მეუღლე სალომე მოსულიშვილი ახალსოფელიდან. მაყვალა შავბალახაშვილი (დედის მამის და) მეუღლე შალვა მაჭავარიანი, შვილები: ეთერი, ნინო, მანანა. ეთერი მაჭავარიანი დაბადებულია  1950 წლის 13 მაისს, მეუღლე თამაზ დუღაშვილი, შვილები: დათო, თამარი, თინათინ, მაია(მაკა), გიორგი. დათო გარდაიცვალა სისხლის გათეთრებით 12 წლის. თამარი დუღაშვილი დაიბადა ახალსოფელში ცხოვრობს თბილისში მეუღლესთნ ერთად,მეუღლე ნიკოლოზ (ნუკრი) ქევხიშვილი, შვილი ნინი ქევხიშვილი. ნინო მაჭავარიანი, დედას მამის დის შვილი, დაიბადა გავაზში, ცხოვრობს შილდაში მეუღლესთან ერთად, მეუღლე თემო შალოშვილი,გარდაიცვალა 2019 წელს, შვილები:გიორგი, შალვა.შალვა შალოშვილის მეუღლე რუსუდან ჭრელაშვილი (თელავი), შვილი თემურ შალოშვილი  დაბადებულია 2017 წელს,ანდრია დაბადებულია 2018. მანანა მაჭავარიანი დაბადეულია 1963 წლის 18 აპრილს, დაიბადა გავაზში, ცხოვრობს გავაზში მეუღლესთან ერთად. მეუღლე რამაზ პაკაცოშვილი დაბადეულია 1955 წლის  9 დეკემბერს გავაზში, შვილები: შავლეგო დაბადებულია 1991 წლის  5 აპრილს ,პაპუნა დაბადებულია 1993 წლის  6 აპრილს . თამრიკო დედის (მამის და),მეუღლე ვანო კობერიძე, შვილები: ბესო,ერთი გოგონა. ბესო კობერიძე გარდაიცვალა 33 წლის ასაკში 1991 წელს, მეუღლე ლანა მანველი შვილი: გერდა კობერიძე დაბადებულია 1989 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თელავში, იზრდებოდა თბილისში, ცხოვრობს თურქეთში,მეუღლე ოზგანი დაბადებულია  1990 წლის 10 თებერვალს, ჰყავს ერთი შვილი მეთე დაბადებული 2015 წლის 12 მარტს, ცხოვრობს თურქთში. გოგონა გათხოვილია იყალთოში, ჰყავს ორი შვილი.

პაპა მამის მხრიდან- დავით ფეიქრიშვილი,დაბადებულია 1928 წელს (თელავის რ-ნი სოფელი კონდოლი),გარდაიცვალა 60 წლის 1988 წელს (თელავის რ-ნი სოფელი კონდოლი), დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეუღლის გვერდით. ზრდა: 3 შვილი- 50%, 6 შვილისშვილი -50%. 13 შვილთაშვილი- 62,5%. პაპა დედის მხრიდან- მირიან შავბალახაშვილი, დაბადებულია 1924 წელს (ყვარლის რ-ნი სოფელი შილდა),  გარდაიცვალა 2000 წელს შილდაში, საკუთრ სახლში, დაკრძალულია შილდაში მეუღლის გვერდით. ზრდა: 3 შვილი- 50%, 5 შვილისშვილი- 25%, 9 შვილთაშვილი -12,5%. ბებო მამის მხრიდან-ვარა შუბაშვილი,დაბადებულია 1923 წელს(გარდაბნის რ-ნი სოფელი ნორიო), გარდაიცვალა 2001 წელს კონდოლში,დაკრძალულია სოფელ კონდოლში მეუღლის გვერდით. ბებო დედის მხრიდან-ფატო თათიაშვილი,დაბადებულია 1925 წელს(ყვარლის რ-ნი სოფელი საბუე), გარდაიცვალა 2017 წელს სოფელ შილდაში, დაკრძალულია შილდაში მეუღლის გვერდით. 

ვარა ბებო 

ფოტო გადაღებულია საირმეში


ჩემი დედის მშობლები

ფოტო 2000-იანი წლები 




ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 05.06.2021


რედაქტირება ფოტო დავით ფეიქრიშვილი 12.06.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 12.06.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 12.06.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 12.06.2022


რედაქტირება ტექსტი დავით ფეიქრიშვილი 12.06.2022





15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2700 გვარი კახეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


2500 გვარი იმერეთში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0


150000 ქართული გვარები ქალაქებიის სოფლების მიხედვით


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა

გამოჩენილი ადამიანები თელავის მუნიციპალიტეტი სრული ვერსია

2 0

ნიკოლოზ ვალერის ძე წულუკიძე 1986წ სიგელი მოყვასი თეატრმცოდნე ტელეწამყვანი

1 0