სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9617

მთავარი იუბილარი/ ხსენება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
2.3 ვარაზ-ბაქარი მირდატის ძე IV ს-ის 70-80-იანი წლები ქართლის მეფე IV- VI საუკუნე

ვარაზ-ბაქარი - ოცდამეშვიდე მეფე ფარნავაზის შემდეგ. ვარაზ-ბაქარი მეფობდა 379-394 წ.წ. ეს მეფე „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით უზნეო მეფე იყო, „არა-სადა აღაშენა ეკლესია და არცა ჰმატა აღშენებულსა და ყოვლითა იქცეოდა უშჯულოდ“ („ქ. ცხ.“ ტ. I., გვ. 105). ვარაზ-ბაქარს ორი ცოლი ჰყავდა. ორივე მირიან მეფის შვილიშვილის შვილები იყვნენ: ერთი რევის შვილიშვილი იყო, რომლისგანაც შეეძინა პეტრე-იბერი, შემდეგ კიდევ ორი ვაჟი მირდატი და თრდატი. მეორე ცოლი იყო მირიან მეფის ასულის შვილიშვილი პეროზ მეფისაგან. მისგან ვარაზ-ბაქარს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი - ფარსმანი.

ვარაზ-ბაქარის ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ავდიმ სპარსეთში გადაწვა ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძარი, რის გამოც სპარსელები აუჯანყდნენ ქართველებს. სპარსეთი დიდი ჯარით შემოვიდა საქართველოში, დაარბია თბილისი და ააგო შურისციხე ანუ ნარიყალა. ვარაზ-ბაქარმა სპარსელების შიშით ჯვარ-ხატები გადამალა და თვითონ მთაში გაიხიზნა. ამ სიტუაციით ისარგებლა საბერძნეთმა და საქართველოს წაართვა ჯავახეთი და კლარჯეთი. ბოლოს ვარაზ-ბაქარმა თავს იდო სპარსეთის უზარმაზარი ხარკის გადახდა, სპარსეთს დაუთმო რანი და მოვაკნი და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა საქართველო სპარსეთმა, ნარიყალა კი ვარაზ-ბაქარს გადასცა.

ამ არეულობაში მოკვდა ვარაზ-ბაქარი და რადგანაც შვილები მცირეწლოვანები ჰყავდა, გამეფდა მისი სიმამრი თრდატი, რევ მეფის შვილი.


1.4 არტაგი ძვ. წ. I ს-ის 60-იანი წლები ქართლის წარმართი მეფე

არიკ / არტაგ I არტოკ I / არტოგ (ლათ. Artocès) — იბერიის მეექვსე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეშვიდე მეფე (აზოს ჩათვლით) ძვ. წ. I საუკუნეში.არიკ  არტაგ I/ არტოკ I  / არტოგ  (ლათ. Artocès) — იბერიის მეექვსე მეფე, ხოლო მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით იბერიის მეშვიდე მეფე (აზოს ჩათვლით) ძვ. წ. I საუკუნეში.