სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12246

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ბეგიაშვილი სვიმონ იოსების ძე დეკანოზი სიღნაღის სამთავარხუცესო

1835-1917წწ დაკრძ. სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესიის სასაფლაოზე ბიოგრაფია;

ბეგიაშვილი სვიმონ იოსების ძე 1835-1917წწ  დეკანოზი სიღნაღის სამთავარხუცესო


104. ქ. სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საკათედრო ტაძარი - წინამძღვარი, სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი დეკანოზი სვიმონ ბეგიაშვილი


1835 წელს, მღვდლის ოჯახში დაიბადა.

1851-57 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1857 წლის 14 სექტემბერს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1858 წლის 24 იანვარს ყორაგანის სამრევლოში გადაიყვანეს. ამავე წლის 10 ოქტომბერს საგვერდულით დაჯილდოვდა და 1261 ინგილოს ქრისტიანულ სჯულზე მოქცევისათვის მოღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1859 წლის 21 აპრილს ზაქათალის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაინიშნა. ამავე წლის 26 მაისს თასმალოს სამრევლოში განამწესეს.

1862 წლის 20 აპრილს სკუფია უბოძეს.

1864 წლის 17 ივნისს ბოდბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს.

1868 წლის 10 იანვარს ნუხის წმინდა სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ამავე წლის 5 თებერვალს ნუხის საქალაქო სასწავლებლის ზედამხედველად დაადგინეს.

1873 წლის 8 აპრილს კამილავკით დაჯილდოედა.

1876 წლის 31 აგვისტოს სიღნაღის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. ამავე წლის 12 ოქტომბერს სიღნაღის საქალაქო სასწავლებელში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1880 წლის 26 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

ამავე წლის 25 სექტემბერს სიღნაღის სანთლის ქარხნის მმართველად აირჩიეს.

1883 წლის აგვისტოში დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1884 წლის 29 თებერვალს სიღნაღის მაზრის II ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1889 წლის 26 მაისს წმინდა სინოდმა მადლობის სიგელი - გრამოტის გარეშე უწყალობა.

1890 წლის 21 აპრილს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1893 წელს იმპერატორ ალექსანდრე III სამახსოვრო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

1899 წლის 25 აპრილს ბრილიანტის თვლებით შემკული ჯვრებით დაჯილდოვდა, ხოლო ამავე წლის 6 მაისს - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს.

1902 წლის 26 ოქტომბერს მოხუცებულობის გამო გადადგა შტატიდან.

1903 წლის 15 ოქტომბერს სანთლის ქარხანაში სამაგალითო

გვ202

და დამსახურებული სამსახურისათვის საეპარქიო საბჭოს მადლობა გამოუცხადა.

1905 წლის 29 იანვარს ეკლესიაში 47 წლიანი და სამრევლო საეკლესიო სკოლაში 35 წლიანი ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1914 წლის 6 მაისს ენქერი უბოძეს.

1916 წლის აღდგომას წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენით დაჭჯილდოვდა. დეკანოზი სვიმონი 1917 წლის 13 მარტს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა. იგი 18 მარტს სიღნაღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს. ჰყავდა მეუღლე ნინო იოლის ასული ბეგიაშვილისა, რომელთანაც 4 შვილი - ბასილი, კონსტანტინე, თამარი და ელენე შეეძინა.

ბეგიაშვილი - გვარის 14 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ბეგიაშვილი სილუამ - მღვდელი. სოფ. თიღვა. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი ონისიმე - მედავითნე. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი მალაქია - მედავითნე. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი მიხეილი - მღვდელი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი გრიგოლი - დიაჩოქი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი ზაქა - დიაჩოქი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი ილარიონი - მედავითნე. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი დავით - მღვდელი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი მიხეილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი სიმონ - მღვდელი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი მელიტონი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი დიმიტრი - მღვდელი. სრულად ნახვა
ბეგიაშვილი სვიმონ იოსების ძე - დეკანოზი სიღნაღის სამთავარხუცესო. 1835-1917წწ დაკრძ. სიღნაღის წმიდა გიორგის ეკლესიის სასაფლაოზე ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ბეგიაშვილი ნიკოლოზი - მღვდელი. სოფ.ავნევი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.