სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12225

მთავარი იუბილარი/ ხსენება

დემეტრაშვილი გერასიმე ზაქარიას ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

დემეტრაშვილი გერასიმე ზაქარიას ძე მღვდელი



მეუღლესთან მარიამ კანდელაკთან ერთად


1875 წელს დაიბადა. ეკუთვნოდა სასულიერო უწყებას. 1891-95 წლებში თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1896 წლის 9 მარტს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) ახალი გავაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის 
გვ159
მიძინების სახელობის ეკლესიაში მედავითნედ განამწესა. 1900·იანი წლების ბოლოს ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად აკურთხეს და·ამავე ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა.
1913 წლის 13 მარტს ბოდბისხევის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1915 წლის 12 ივლისს საგვერდულით დაჯილდოვდა.
1917 წელს საქობაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1922-23 წლებში ვეჯინის ეკლესიაში, ხოლო 1925 წლის შემოდგომამდე - სოფელ კელმეჩურის ღვთისმშობლის ეკლესიაში. 
1925 წლის შემოდგომიდან 1926 წლის გაზაფხულამდე მსახურობდა ისევ საქობაოს ეკლესიაში. 1926 წლიდან ჯიმითის ეკლესიაში მსახურობს.
1925 წელს - სოფელ ჯიმითის ეკლესიაში მსახურობს. 1928 წელს კვლავ მოიხსენიება მოქმედ სამღვდელოებაში. მისი შემდგომი ბედი უცნობია. 

ფოტო მოგვაწოდა ლელა ელბერდის ასული ბეიტრიშვილი, შთამომავალი: დედა მერი ივანეს ასული დემეტრაშვილი, ივანე გერასიმეს (მღვდელი) ძე დემეტრაშილი


საბა ვარადაშვილი - ყვარელის რაიონის სოფელ გავაზის მკვიდრი. 1900-იან წლებში მსახურობდა მეფის არმიში. საბა ვარადაშვილის ხელმძღვანელობით 1914 წელს სოფელ გავაზში აშენდა სკოლა. 1924 წლიდან სოფელ გავაზში "მიწის ზოგადი შრომის დამამუშავებელი ამხანაგობის" დაამაარსებელი, ორგანიზატორი და ხელმძღვანელია. 1925 წელს საბა ვარადაშვილი უახლოვდება პროფესორ კ. ამირეჯიბს და მისი დახმარებით ამერიკიდან გამოიწერა "ფორძონის" მარკის ტრაქტორი. საბა ვარადაშვილმა პირველმა შემოიტანა ტრაქტორი კახეთში და ისწავლა მისი მართვა. ტრაქტორს მოჰყვა სალეწი, სამკელი და სახვა სახის სასოფლო-სამეურნეო მანქანების შემოტანა. ეს ყველაფერი 1928 წელს "ამხანაგობამ" უსასყიდლოდ გადასცა სოფელ გავაზის კოლმეურნეობას. გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.

დემეტრაშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

დემეტრაშვილი გერასიმე ზაქარიას ძე მღვდელი
დემეტრაშვილი გერასიმე ზაქარიას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
დემეტრაშვილი დიმიტრი - დიაკონი. სრულად ნახვა
დემეტრაშვილი იოანე (ივანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
დემეტრაშვილი სიმონი - მედავითნე. სრულად ნახვა
დემეტრაშვილი ზაქარია - მედავითნე. სრულად ნახვა

დემეტრაშვილი პავლე მღვდელი, ძვ. ხელნაწერიდან 1653 წელი
დემეტრაშვილი დემეტრე - მღვდელი. სოფ. ნული. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.