სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კავკასიძე კონსტანტინე მოსეს ძე  მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კავკასიძე კონსტანტინე მოსეს ძე მღვდელი

დაბ. 1878-1931წწ ბიოგრაფია

სოფელ არდოთის სამრევლო (თიანეთის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი კონსტანტინე მოსეს ძე კავკასიძე.


1893-97 წლებში გორის სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა.

1897 წლის 10 სექტემბერს მარტყოფის წმინდა ანტონის სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესეს. ამავე წლის 20 დეკემბერს ბერშუეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა.

1899 წლის 18 სექტემბერს ქ. ორდუბათის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაჰყავთ. 

1900 წლის 31 იანვარს ყარსის ოლქის, სოფელ კარაკალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ ინიშნება. ამავე წლის 7 სექტემბერს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა.

1901 წლის დასაწყისში დაბა „კურინი კოსის“ სამრევლოს მედავითნედ დაინიშნა.

1901 წლის 10 ნოემბერს ფასანაურის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადმოიყვანეს, სადაც

1902 წელს დიაკვნად აკურთხეს.

1903 წლის 6 სექტემბერს საკირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მედავითნის შტატში ინიშნება.

1904 წლის 20 მარტს თავისი თხოვნის საფუძველზე შტატიდან გადადგა. ამავე წელს ელიზავეტოპოლის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის დიაკვნად დადგინეს.

1905 წლის 25 სექტემბერს მღვდლად დაასხეს ხელი და შატილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1908 წელს არდოთის სამრევლოში დაინიშნა.

1910 წლის ბოლოს მოხისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1913 წლის 30 აპრილს გრემისხევის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1916 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოედა. მღვდელი კონსტანტინე

1931 წლის 1 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი 5 ოქტომბერს ვერის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიის სასაფლაოზე დაასაფლავეს.

კავკასიძე  კონსტანტინე მოსეს ძე გარდაიცვალა 1931წ  წინამძღვარი მღვდელი, სოფელ არდოთის სამრევლო (თიანეთის მაზრა)

კავკასიძე - გვარის 16 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კავკასიძე ალექსანდრე მოსეს ძე  მღვდელი
კავკასიძე ალექსანდრე მოსეს ძე - მღვდელი. დაბ. 1875- 1921წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
კავკასიძე კონსტანტინე მოსეს ძე  მღვდელი
კავკასიძე კონსტანტინე მოსეს ძე - მღვდელი. დაბ. 1878-1931წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
კავკასიძე მოსე ქაიხოსროს ძე  მღვდელი
კავკასიძე მოსე ქაიხოსროს ძე - მღვდელი. გარდ. 1920-იანი წლები ბიოგრაფია; სრულად ნახვა
კავკასიძე იოანე - სქემმონაზონი.
კავკასიძე ნიკოლოზ შიოს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კავკასიძე იოანე ნიკოლოზის ძე - დიაკვანი. სრულად ნახვა
კავკასიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კავკასიძე იოანე - მედავითნე. სრულად ნახვა
კავკასიძე კონსტანტინე - მედავითნე. სრულად ნახვა
კავკასიძე დავით იოსებისა ძე - დეკანოზი. სრულად ნახვა
კავკასიძე ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
კავკასიძე იოსებ ივანეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
კავკასიძე ვანო - მედავითნე. სრულად ნახვა
კავკასიძე ამბროსი - არქიმანდრიტი. 1851-1896წწ მისიონერი. კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზ-ბის სკოლების ინსპექტორი. სრულად ნახვა
კავკასიძე დავით კარის ხუცი მღვდელი 1665წ
კავკასიძე პეტრე მღვდელი, ძვ. ხელნაწერიდან 1683 წელი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.