სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11923

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კოლელიშვილი სვიმონი მღვდელი



კოლელიშვილი სვიმონ მღვდელი 1928წ. გავაზი (ყვარელი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია

კოლელიშვილი სვიმონ მღვდელი 1928წ. გავაზი (ყვარელი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია. 1880წ. დიაჩოქი, დართლო (თუშეთი) ეკლესია 1884წ. გულგულა (თელავი) კვირაცხოველის ეკლესია, თელავის მაზრა

არჩილმაც (1892-1960) სამღვდელო პატივი აირჩია. თავდაპირველად შაქრიანში მსახურობდა, მისი დაკეტვის შემდეგ კი შილდის ღვთისმშობლისშობის სახელობის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი და ერთადერთი მღვდელი იყო. 30-იან წლებში ეს ტაძარიც დაკეტეს, თვითონ მამა არჩილი სოფლის ორ დანარჩენ მღვდელთან ერთად საბჭოს წინ „გაკრიჭეს“ და შემდეგში ძალიან უბრალო საქმეებით დააკავეს: ებარა ტრაქტორების აღრიცხვა, სკოლის მებაღეობა. მამა არჩილმა კაბა გაიხადა, მაგრამ სამღვდელო მოქმედება არ შეუჩერებია  ამათ (კომუნისტებმა) კი არ მომანიჭესო მღვდლობა - ამბობდა და მალულადმიცვალებულებს წესებს უგებდა, ბავშვებს ნათლავდა, პარაკლისებსა და პანაშვიდებს იხდიდა, შვილიშვილებიც საკუთარი ხელით აზიარა ნათლისღების საიდუმლოს. როგორც ამბობენ, ძალიან გულჩვილი, ალალ-მართალი და პატიოსანი კაცი ყოფილა. რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა ციმბირში გადასახლებას. მამა არჩილის ოჯახი, როგორც „შავსიელებისა“, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. მისი მეუღლე, ნინო სიმონის ასული კოლელიშვილი (1899-1993)  სასულიერო  პირის ოჯახიდან იყო, მათ  სამი შვილი ჰყავდათ ბარე, ლეილა და ელიზბარი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ ნინო ბებო ითვლიდა და თანასოფლელებს ამცნობდა ხოლმე აღდგომის დღეს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეებს. ოჯახში იცოდნენ, რომ ნაფოფოდარი ბებია ფარულად ქრისტიანულ ცოვრებას ეწეოდა: ძილის წინ ლოცულობდა, მარხვებს ინახავდა. მას საგულდაგულოდ ჰქონდა გადამალული შაქრიანის ეკლესიის ქონება, რომელ საც უკეთესი დროის მოლოდინით სიცოცხლის უფრთხილდებოდა. სამწუხაროდ, როდე-საც ეს დრო დადგა და ეკლესიის აღკაზმულობა შვილიშვილს თბილისში გაატანა, 1991 წლის სამოქალაქო ომისას მთავრობის სახლთან გაჩაღებულმა  ხანძარმა უკვალოდ შთანთქა. ნინო ბებო ისე გარდაიცვალა, ეს ამბავივერ გაუმხილეს, დაახლოებით წელიწადნახევარში. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე 93 წლისამ მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

კოლელიშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კოლელიშვილი ლევანი - მედავითნე. სრულად ნახვა
კოლელიშვილი სიმონი - მედავითნე. სრულად ნახვა
კოლელიშვილი ზაქარია - მთავარდიაკონი. სრულად ნახვა
კოლელიშვილი იოანე - მღვდელი. სრულად ნახვა
კოლელიშვილი დიმიტრი - დიაჩოქი. სრულად ნახვა
კოლელიშვილი იოანე - მედავითნე. სრულად ნახვა
კოლელიშვილი თეოდორე - მღვდელი. სრულად ნახვა
კოლელიშვილი სვიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.