
კურტანიძე ეგნატე (გიორგი მიხეილის ძე) სქემარქიმანდრიტი, სოფ: ლატალი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია, 2023წ.
კურტანიძე ეგნატე (გიორგი მიხეილის ძე) სქემარქიმანდრიტი, დაბ. 1978 წლის 8 ნოემბერს დაბა სურამი, ბერად აღკვეცა : 2003 წელს ეწოდა გრიგოლი მც. სქემაში, დიდი სქემა: 2003 წლის 23 ნოემბერი ეწოდა ეგნატე, მღვდელმონაზონი 2003 წ 4 დეკემბერი, იღუმენი 2006 წ 11 თებერვალი, არქიმანდრიტი 2011 წ 5 ოქტომბერი, 2004 წ 18 იანვარიდან სოფ: ლატალი 2023წ.
დაჯილდოება
12 იანვარს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა ეპარქიებში მოღვაწე სამღვდელოება: მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიიდან, სქემარქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) –- მეორე გამშვენებული ჯვრით; ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის სამლვდელოება: არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი) -- მეორე გამშვენებული ჯძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ვრით; იღუმენი ონოფრე (წულაძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; დეკანოზი გაბრიელ ბენიანიძე -- მიტრით; მღვდლები: პეტრე ხუმარაშვილი და ზაქარია ყველაშვილი -– ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
მამა ეგნატესთან საუბარიც მოვასწარი. მამა ეგნატე სქემიღუმენია. მეუფის ლოცვა-კურთხევით, თანღილის მთავარანგელოზის მონასტერს წინამძღვრობს.
- როდესაც ამ ტაძარში პირველად ვწირე, რამდენიმე ადამიანი მახლდა, ერთ-ერთი იყო მგალობელი. მლოცველნი ისე ჩაებნენ გალობაში, რომ შეცდომაც არ დაუშვიათ. ეს ნიშანია იმისა, რომ ამ ტაძარში დიდი მადლი სუფევს. აშკარაა, რომ ადრე აქ მონასტერი იყო. საკურთხეველი იმდენად მცირეა, ორი ადამიანი თუ დაეტევა, რაც ბერულ, მონასტრულ მსახურებაზე მიუთითებს, - მიამბობს მამა ეგნატე.
ვიდრე სასულიერო პირი გავხდებოდი, მეუფე ილარიონი ბრძანდებოდა ამ ადგილას, ძალიან მოეწონა აქაურობა: - ორი სენაკიც რომ იყოს, ალბათ მარხვას აქ გავატარებდიო. დღეს უკვე აშენებულია მონასტერი, მაგრამ სასულიერო პირების ნაკლებობის გამო მონასტრული ცხოვრება, სამწუხაროდ, არ მიმდინარეობს. ღვთის მადლით, აღორძინების იმედი გვაქვს. იშვიათად, მაგრამ მიფიქრია, განვმარტოებულიყავი და მონასტერში მეცხოვრა, მაგრამ მთავარი ლოცვა-კურთხევის შესრულებაა. ბერისთვის უმთავრესი მოთმინება და მორჩილებაა. მხოლოდ მას შეუძლია მიგიყვანოს სასუფევლის კარამდე. ადამიანმა ჯვარი თავად არ უნდა დაიმძიმოს.
ამქვეყნიური ცხოვრება მძიმეა, მაგრამ იმქვეყნად სიტკბო გელოდება. წმინდა მამები ამბობენ: ადამიანმა რომ იცოდეს, ბერ-მონაზონი იმქვეყნად რამხელა სასყიდელსა და საჩუქარს მიიღებს, ყველა მონასტერში წავიდოდაო. ბერ-მონაზვნების ლოცვაზე დგას ჩვენი ქვეყანა, საქართველო.
***
დავიბადე და გავიზარდე დაბა სურამში. ვცხოვრობდი სამების ტაძართან (ღვთაების ტაძარი). ზარის ხმა ყოველ დილას ბავშვობიდან მესმოდა, რადგან ეს ტაძარი მოქმედი იყო. იქ მოღვაწეობდა მამა მიქაელი (ლომიძე). ბავშვობაში რელიგიასთან კავშირი მხოლოდ აღდგომის ღამეს ლიტანიობაზე დასწრებით შემოიფარგლებოდა და ბავშვები დროს ტაძრის ეზოში ვატარებდით.
1996 წელს რუისისა და ურბნისის მღვდელმთავრად მეუფე იობი დაადგინეს. ამ წელს დავამთავრე საშუალო სკოლა. რაც უფრო ხშირად ვხედავდი სასულიერო პირებს, მიმძაფრდებოდა სურვილი, გავცნობოდი მათი ცხოვრების წესს. გადავწყვიტე, მარხვის შენახვა დამეწყო, მარხვის მადლმა კი ეკლესიური ცხოვრება დამაწყებინა. 1999 წელს, ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე, სურამის ახალაშენებულ კვირაცხოვლის ტაძარში მამა სტეფანემ (დღეს უკვე არქიმანდრიტი მამა სტეფანე (კორინთელი)) ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარა. ამავე წელს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე სტიქაროსნად მაკურთხა.
2002 წელს მეუფე ილარიონი ახალშექმნილი მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს, ღვთის ნებით, მას შემდეგ სვანეთში ვარ. ბერული ცხოვრების სურვილი მანამდეც მქონდა, მაგრამ გადაწყვეტილება სვანეთში ყოფნის დროს მივიღე. 2003 წლის 2 აგვისტოს მესტიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში (წინამძღვარი - დეკანოზი გიორგი ჩართოლანი) მეუფე ილარიონმა ბერად აღმკვეცა. ხოლო ამავე ტაძარში 10 აგვისტოს დიაკვნად მაკურთხა. ამავე წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქოზიფის მამათა მონასტერში, მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით, მეუფე იობმა მღვდლად დამასხა ხელი. 2004 წლის 18 იანვარს მეუფე ილარიონმა დამადგინა სოფელ ლატალის მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვრად.
სვანეთი საოცრად ლამაზია. აქ შეგიძლიათ ერთდროულად იხილოთ წელიწადის ყველა დრო - მყინვარი, დათოვლილი მთები, მწვანედ მობიბინე, აყვავებული მინდვრები, მორაკრაკე ნაკადულები, ბობოქარი ენგური და უმშვენიერეს ადგილებზე მდგარი კოხტა ტაძრები. როგორც ლატალელები ამბობენ, ამ სოფელში 67 ტაძარი და ნატაძრალია.
სოფელ ლატალში XI-XII საუკუნეების ტაძარი იონა წინასწარმეტყველის სახელზეა აგებული. როგორც ვიცი, ეს ტაძარი საქართველოში ერთადერთია. თითოეული ფრესკა ღვთიური მადლით აღგავსებს. ამ უბანს იენაში ჰქვია, რომელიც წმინდანის სახელთან არის გაიგივებული. აგრეთვე ცნობილია XII საუკუნის ოთხთავი, რომელიც მესტიის მუზეუმშია დაცული. მაცხოვრის ამაღლების ტაძარში არის დემეტრე I-ის (ბერობაში დამიანე) ერთადერთი ფრესკა. ტაძარი მოხატულია 1141 წელს. წირვა-ლოცვას ვატარებ სოფელ ბეჩოში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელიც მეუფე ილარიონმა 2004 წელს, მიძინების დღესასწაულზე აკურთხა.
***
როგორც უმეტეს შემთხვევაში, არც ჩემი ოჯახი იყო ჩემი არჩევნით მოხიბლული. მამა ბავშვობაში გარდამეცვალა, ჩემი ძმა ესწრებოდა ჩემს აღკვეცას მესტიაში. დედამ თუმცა ბევჯერ გამომიტირა, მაგრამ ბოლოს ჩემი თავი ღმერთს მიანდო, - იყოს ნება ღვთისაო. ღმერთმა ქნას, ყველანი მივნდობოდეთ ღვთის ნებას.
საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეეყანაა. ჩვენ მის მფარველობას მუდამ ვგრძნობთ. ღმერთმა ინება, რომ ღვთისმშობლის შობას სტიქაროსანი გავმხდარიყავი. სტიქარი ხომ უფლის კვართს განასახიერებს. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე კი მღვდლად მაკურთხეს. მღვდელი ხომ სულიწმინდის მადლით აღივსება, რომელიც ღმერთსა და ხალხს უნდა ემსახუროს, რაც ძალზე საპასუხისმგებლოა. აგრეთვე მიხდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მსახურება სოფელ ბეჩოში. იქ მიამბეს, რომ აქ მსახურობდა მამა გერმანე მემანიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს... და კიდევ, ვინ იცის, რამდენი წმინდანის ნაკვალევზე ვდგამთ ფეხს. მადლობა უფალს, მადლობა ღვთისმშობელს და მადლობა მეუფე ილარიონს. მადლობა ჟურნალ "კარიბჭეს". ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.