გელათის მონასტრის არქივი 1811-1923წწ.
346.ის 6466/346 – წერილი ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ ბესარიონისადმი – იეროდიაკონდიომიდესთვის ჯამაგირის დანიშვნის თაობაზე. 1870 წელი.
355.ის 6466/355 – თხოვნა გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ დიომიდესი მღვდელმონაზონ დანიელისადმი – სთხოვს შუამდგომლობას მისთვის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ან წმინდა მოწამე მარინეს ეგვტერის გადაცემის თაობაზე. 1870 წელი.
523.ის 6466/523 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის წინამძღვარ არხიმანდრიტ სერაპიონისადმი – ერთგული სამსახურისათვის, მღვდელმონაზონ დიომიდეს, ენქერით დაჯილდოების თაობაზე. 1878 წელი.
540.ის 6466/540 – შეტყობინება გელათის მონასტრის წინამძღვარ არხიმანდრიტ სერაპიონისა ეპისკოპოს გაბრიელისადმი – ატყობინებს რომ მღვდელმონაზონი დიომიდე ხელმოკლეა და ვშუამდგომლობ რომ მას შვილის მეტრიკული მოწმობისათვის გადასახდელი თანხა არ გადაახდევინოთო. 1878 წელი.
541.ის 6466/541 – შეტყობინება გელათის მონასტრის წინამძღვარ არხიმანდრიტ სერაპიონისა ეპისკოპოს გაბრიელისადმი – მისთვის მღვდელმონაზონ დიომიდეს შვილის მეტრიკული მოწმობისათვის თანხის გაგზავნის თაობაზე. 1878 წელი.
564.ის 6466/564 – გადაწყვეტილება – ქუთაისის საოლქო სასამართლოსი გელათის მონასტრის ბერების იასონ ლეჟავას, დიომიდე ნიკოლაძის და სხვების ბრალდების საქმეზე მომრიგებელი მოსამართლის დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი არსებითი განხილვის თაობაზე. 1879 წელი.
936.ის 6466/936 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – გელათის მონასტრის მღვდელმონაზონ დიომიდეს შიომღვიმის მონასტერში გადაყვანის თაობაზე. 1891 წელი.
957.ის 6466/957 – შეტყობინება ეპისკოპოს გაბრიელისა გელათის მონასტრის არქიმანდრიტ სერაპიონისადმი – გელათის მონასტრიდან შიო-მღვიმის მონასტერში მღვდელმონაზონ დიომიდეს გადაყვანისა, ხოლო შიო-მღვიმიდან გელათში მღვდელმონაზონ მათეს გადმოყვანის თაობაზე. 1892 წელი.