სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სანიკიძე ამბაკუმი (შალვა)  მღვდელმონაზონი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სანიკიძე ამბაკუმი (შალვა) მღვდელმონაზონი

1953-2005წწ  ბერად აღკვეცა 2004წ. 14 მარტი;

ამბაკუმი (შალვა) სანიკიძე დაიბადა 23 თებერვალი 1953 წელს სენაკში, გარდაიცვალა 23 ნოემბერს 2005წ.

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერიის ფაკულტეტი.


სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე; გარკვეული პერიოდი მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო სამინისტროში; ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სოფელ ნოსირის რკინაბეტონის კონსტრუქციების კომბინატში დასაქმდა ჯერ ოსტატის, შემდეგ კი მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. ძალიან მალე კი კომბინატის დირექტორად დაინიშნა; შვილის ტრაგიკული დაღუპვის (1998 წლის 23 იანვარი) შემდეგ, მისი სახელის უკვდავსაყოფად, 1998 წლის გაზაფხულზე ქ. სენაკში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში; 2001 წლის 22 ოქტომბერს კი ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა; 2002 წლის 14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ერისკაცი შალვა სანიკიძე ბერად აღკვეცა და ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა; იმავე წლის 20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი; ბერად აღკვეციდან ექვსი თვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში ბერდიაკვნად აკურთხეს; ხოლო 2004 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მამათა მონასტრის პირველ წინამძღვრად დაინიშნა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი; ქალაქ სენაკის მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი "მეოხი", თავმჯდომარე (1998-2001)


სტატიის და ვიდეოს ავტორი საბა ირაკლის ძე გოგინავა;


სანიკიძე ამბაკუმი (შალვა)  მღვდელმონაზონი  2000-იანი წლები გარდაცვლილია

საპატრიარქოს უწყებანი N12 1-7აპრილი 2004წ გვ.5

ბერად აღკვეცა

14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ბერად აღკვეცა მორ-ჩილები – შალვა საწუიძე და მას ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა და ჯაბა ქირია, რომელსაც საბა განწმედილის სახელი უწოდა.

საპატრიარქოს უწყებანი  N23 25 ივნისი-1ივლისი 2004წ გვ.4

ხელდასხმა

20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის ყოვლადწმიდა სამების მონასტრის ბერდიაკვანს, ილია თოლორაიას მღვდლად და ბერ ამბაკო სანიკიძეს დიაკვნად დაასხა ხელი.

კომენტარიდან. უნიკალური კადრებია... ჯერ კიდევ, ერისკაცი იყო შალვა სანიკიძე , შვილი რომ მოუკლეს.. შეუნდო და აპატია მკვლელს თუ მკვლელებს.. შემდეგ ქალაქ სენაკში საკათედრო ტაძარი ააშენა, ყოველ შემთხვევაში დიდი როლი მიუძღვის მის მშენებლობაში.. ბოლოს კი აღიკვეცა ბერად ! მსგავსი ისტორიები, მხოლოს წმიდა მამათა ცხოვრებაში თუ წამიკითხავს... ჭეშმარიტი ქრისტიანი გახლდათ მამა ამბაკუმი.


საფლავის ფოტო ფოტო მოგვაწოდა მამა ევაგრე ქავთარაძემ.

სანიკიძე - გვარის 14 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

სანიკიძე ამბაკუმი (შალვა)  მღვდელმონაზონი
სანიკიძე ამბაკუმი (შალვა) - მღვდელმონაზონი. 1953-2005წწ  ბერად აღკვეცა 2004წ. 14 მარტი; სრულად ნახვა
სანიკიძე ონისიმე ექვთიმეს ძე მღვდელი
სანიკიძე ონისიმე ექვთიმეს ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. ბერძნისწყარო (ქვაყუდე), სამტრედია, 1861-1936წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
სანიკიძე გიორგი - მედავითნე.
სანიკიძე ექვთიმე (იერემია) მარკოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
სანიკიძე მარკოზ ნიკოლოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
სანიკიძე ნინო (ფოტინე) - დიდსქემოსანი მონაზონი. სრულად ნახვა
სანიკიძე მაკრინე - მონაზონი. სრულად ნახვა
სანიკიძე გრიგოლ დავითის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
სანიკიძე ეფემია - მონაზონი. სრულად ნახვა
სანიკიძე თომა გრიგოლის ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
სანიკიძე სილიბისტრო გრიგორის ძე - მნათე. სრულად ნახვა
სანიკიძე მარკოზ სილიბისტროს ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
სანიკიძე ლუარსაბი - არქიმანდრიტი. 2014 წლის 04 ივლისს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; ბერთუბნის წმ. მარიამ მეგვიპტელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი,  სრულად ნახვა
სანიკიძე სერაპიონი მღვდელი, ქუთაისის ტაძრის საფლავიდან 17 საუკუნე
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.