ამბაკუმი (შალვა) სანიკიძე დაიბადა 23 თებერვალი 1953 წელს სენაკში, გარდაიცვალა 23 ნოემბერს 2005წ.
დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.
დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ინჟინერიის ფაკულტეტი.

სწავლის პარალელურად მუშაობდა სხვადასხვა სამუშაოებზე; გარკვეული პერიოდი მუშაობდა თბილისის სატრანსპორტო სამინისტროში; ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც სოფელ ნოსირის რკინაბეტონის კონსტრუქციების კომბინატში დასაქმდა ჯერ ოსტატის, შემდეგ კი მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე. ძალიან მალე კი კომბინატის დირექტორად დაინიშნა; შვილის ტრაგიკული დაღუპვის (1998 წლის 23 იანვარი) შემდეგ, მისი სახელის უკვდავსაყოფად, 1998 წლის გაზაფხულზე ქ. სენაკში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის მშენებლობას ჩაუდგა სათავეში; 2001 წლის 22 ოქტომბერს კი ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა; 2002 წლის 14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ერისკაცი შალვა სანიკიძე ბერად აღკვეცა და ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა; იმავე წლის 20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად დაასხა ხელი; ბერად აღკვეციდან ექვსი თვის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძარში ბერდიაკვნად აკურთხეს; ხოლო 2004 წლის 21 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში, ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მამათა მონასტრის პირველ წინამძღვრად დაინიშნა.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი; ქალაქ სენაკის მართლმადიდებელ ქრისტიანთა კავშირი "მეოხი", თავმჯდომარე (1998-2001)

სტატიის და ვიდეოს ავტორი საბა ირაკლის ძე გოგინავა;
სანიკიძე ამბაკუმი (შალვა) მღვდელმონაზონი 2000-იანი წლები გარდაცვლილიასაპატრიარქოს უწყებანი N12 1-7აპრილი 2004წ გვ.5
ბერად აღკვეცა
14 მარტს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II ლოცვა-კურთხევით ყოვლადწმიდა სამების მშენებარე ტაძართან არსებული მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა დოროთემ (ყურაშვილი) ბერად აღკვეცა მორ-ჩილები – შალვა საწუიძე და მას ამბაკუმ წინასწარმეტყველის სახელი უწოდა და ჯაბა ქირია, რომელსაც საბა განწმედილის სახელი უწოდა.
საპატრიარქოს უწყებანი N23 25 ივნისი-1ივლისი 2004წ გვ.4
ხელდასხმა
20 ივნისს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში თბილისის ყოვლადწმიდა სამების მონასტრის ბერდიაკვანს, ილია თოლორაიას მღვდლად და ბერ ამბაკო სანიკიძეს დიაკვნად დაასხა ხელი.
კომენტარიდან. უნიკალური კადრებია... ჯერ კიდევ, ერისკაცი იყო შალვა სანიკიძე , შვილი რომ მოუკლეს.. შეუნდო და აპატია მკვლელს თუ მკვლელებს.. შემდეგ ქალაქ სენაკში საკათედრო ტაძარი ააშენა, ყოველ შემთხვევაში დიდი როლი მიუძღვის მის მშენებლობაში.. ბოლოს კი აღიკვეცა ბერად ! მსგავსი ისტორიები, მხოლოს წმიდა მამათა ცხოვრებაში თუ წამიკითხავს... ჭეშმარიტი ქრისტიანი გახლდათ მამა ამბაკუმი.

საფლავის ფოტო ფოტო მოგვაწოდა მამა ევაგრე ქავთარაძემ.