1889-1890წ. მღვდელი მანავი (საგარეჯო) ღვთიმშობლის ეკლესია სიღნაღის მაზრა
1890წ. მღვდელი ყორღანი (ჰერეთი) ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
1893წ. მღვდელი მაჩხაანი ზემო (დედოფლისწყარო) წმიდა გიორგის ეკლესია,
1917წ. მთავარხუცესი კელმეჩური (სიღნაღი) წმიდა გიორგის ეკლესია
1917წ. მთავარხუცესი ალავერდის ეპარქია 1917წ. ცხრა სამთავარხუცესო
ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე მღვდელი, მთავარხუცესი
ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე 1866-1931წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი. 1917წ. ალავერდის ეპარქია 1917წ. ცხრა სამთავარხუცესო
1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1890 წელს ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, ყორაგანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1893 წლის 6 აგვისტოს ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1894 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
გვ178
1895 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა, 1898 წელს კი- სკუფია უბოძეს.
1897 წლის 15 დეკემბერს მირზაანის ქაალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1901 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1917 წლის ივნისში კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისის, 1921 წლის 1-5 აგვისტოსა და 1927 წლის 21-27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II, III და IV საეკლესიო კრებებზე. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.
1925 წლის 1 ივნისს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) ბოდბის კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. დეკანოზი კირილე 1931 წელს გარდაიცვალა. იგი სოფელ ბოდბეში საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.