სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ღვთისავრიშვილი ვასილი მედავითნე



1945 წლის 28 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განაცხადში ურბნისის ეპარქიაში მსახურობდნენ შემდეგი სასულიერო პირები და მოქმედებდა სამი ეკლესია. აი ისინიც: ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესია (არ დახურულა) -–- მღვდელი დავით ბუზიაშვილი, მედავითნე გიორგი იაშვილი. ამ ეკლესიაზე მიწერილი იყო -- დეკანოზი გიორგი ბიბილური (გორი), მღვდელი ლაზარე კოჟორაძე (ქვაბისხევი, ბორჯომის რაიონი), მღვდელი რაჟდენ ციცქიშვილი (მოხისი, ქარელის რაიონი), მღვდელი ალექსი ჩიტაძე (ახალციხე), მღვდელი მოსე ჩოხელი (ჭვარები, გორის რაიონი), მღვდელი გიორგი ინანიშვილი (ალევი, გორის რაიონი). თაგვეთის წმინდა გიორგის (ქაშვეთის) სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1944 წელს) -- მღვდელი გრიგოლ იაშვილი. ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1945 წელს)  დეკანოზი იოანე ოდიშვილი. 1946 წელს მოქმედ ეკლესიებს კიდევ ორი ტაძარი შეემატა: ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ზაბახიძე, მედავითნე ვასილ ღვთისავარიშვილი. სურამ-იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია -- მღვდელი ლაზარე კოჟორაძე, მედავითნე მალაქია ლომიძე. მიუხედავად უმძიმესი და უსაშინლესი წლებისა, კათოლიკოს-პატრიარქებმა და წმინდა სინოდის  მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებისა და მრევლის თანადგომით შეძლეს და გადაარჩინეს ქართული ეკლესია, რომლის აღორძინებისა და განახლების მომსწრენიც ვართ დღეს.

ღვთისავრიშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ღვთისავრიშვილი  კირილე სვიმონის ძე  მთავარხუცესი
ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე - მთავარხუცესი. დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი 4866-1931წწ დაკრძ. ზემო ბოდბე საერო სასაფლაოზე ბიოგრაფია სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი სამსონ - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი ვასილი - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი ლაზარე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი კირილე ლაზარეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი ნიკოლოზ სამსონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი კირილე - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვთისავრიშვილი კირილე - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.