ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე მღვდელი, მთავარხუცესი

ღვთისავრიშვილი კირილე სვიმონის ძე 1866-1931წწ მართლმ. მღვდელი დაბ. სოფ. ქვემო მაჩხაანი, სიღნაღი. 1917წ. ალავერდის ეპარქია 1917წ. ცხრა სამთავარხუცესო
54. სოფელ ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის სახელობის (მეორე) ეკლესია (სიღნაღის მაზრა) - წინამძღვარი, სიღნაღ-ის მაზრის | ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი კირილე ღვთისავარიშვილი.
1884-90 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.
1890 წელს ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და საინგილოში, ყორაგანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.
1893 წლის 6 აგვისტოს ზემო მაჩხაანის მეორე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.
1894 წლის 24 ოქტომბერს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
გვ178
1895 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა, 1898 წელს კი- სკუფია უბოძეს.
1897 წლის 15 დეკემბერს მირზაანის ქაალთა სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1901 წლის 6 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა, 1911 წლის 6 მაისს კი - სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.
1916 წლის 6 მაისს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1917 წლის ივნისში კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისის, 1921 წლის 1-5 აგვისტოსა და 1927 წლის 21-27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის II, III და IV საეკლესიო კრებებზე. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან მრავალი დევნა-შევიწროებისა და ზეწოლისა ანაფორა არ გაუხდია და ღვთისმსახურება არ მიუტოვებია.
1925 წლის 1 ივნისს ალავერდელმა მიტროპოლიტმა იოანემ (მარღიშვილი) ბოდბის კელმეჩურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა. დეკანოზი კირილე 1931 წელს გარდაიცვალა. იგი სოფელ ბოდბეში საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს.