სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12220

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე  დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე დეკანოზი

დაბ. თელავი 1872-1935წწ. ბიოგრაფია

ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე 1872-1935წწ. წინამძღვარი მღვდელი, სხვა წყარო 1928წ შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გარდ. 1935წ. 1895-1910წ. ვანთა (თელავი) ხელთუქმნელი ხატის ეკლესია 1911-15წ. კურდღელაურის (თელავი) თომას (კვირაცხოვლის)/ წმ. გიორგის ეკლესია



1872 წელს დაიბადა. 1888-94 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1894 წლის 1 მაისს  სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 6 მაისს ეგზარქოსების წმინდა ჯვრის სახელობის კარის ეკლესიაში ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ვანთის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა.
1899 წლის 4 ივლისს მღვდელი ლეონტი თელავი-სიღნაღის სასწავლო კომიტეტში დეპუტატად აირჩიეს.
1902 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო - 1910 წლის აღდგომას სკუფიით დაჯილდოვდა. ამავე წლის 10 ივლისს კურდღელაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს.
1912 წლის 9 თებერვალს თელავის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს.
1915 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.
1917 წლის სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის საეპკარქიო საბჭოს წევრია.
1918 წლიდან ახმეტის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარად დაინიშნა და სამკერდე ოქროს ჯვრით 
დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრისა და 1920 
წლის 27 ივნისის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის | და II საეკლესიო კრებებზე.
1919 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 
1920 წელს ახსმეტის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.
1922 წლის სექტემბერში და 1924 წლის დასაწყისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორჯერ დააპკატიმრეს და რამოდენიმე თვე ციხეში გაატარა. 
1924 წლის აპრილიდან შალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1929 წლის აღდგომას ალავერდელმა ეპისკოპოსმა სტეფანემ (კარბელაშვილი) ენქერით დააჯილდოვა.
1931 წლის მარტში ქ. თელავის „ღვთაების” სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად და ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესად დაინიშნა.
1933 წლის აღდგომას ალავერდის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ლეონტი 1935 წლის 6 მარტს (მეორე ვერსიით 7 აპრილს) გარდაიცვალა. იგი თელავის საერო სასაფლაოზე დაასაფლავეს. 

ღვინიაშვილი - გვარის 24 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე  დეკანოზი
ღვინიაშვილი ლეონტი ილია ძე - დეკანოზი. დაბ. თელავი 1872-1935წწ. ბიოგრაფია სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ვიტალი ბონდოს ძე მღვდელი
ღვინიაშვილი ვიტალი ბონდოს ძე - მღვდელი. დაბ. 1990წ. 2019 წლის 17 მარტს, მღვდლად ხელდასხმა. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი იულიანა - მონაზონი.
ღვინიაშვილი ესტატე - დეკანოზი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი იოსებ ბესარიონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ზაქარია - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ილია - დიაკონი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი იოსები - დიაჩოქი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი დიმიტრი ზაქარია (მღდელი) ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი გიორგი - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი იოსებ სვიმონ (მღვდელი) ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ევსტატი - არქიმანდრიტი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი მიხეილი - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ელიზბარი - მღვდელი. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ილია - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი რომანოზი - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი სვიმონ იოსების ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ზაქარია - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ილია ზაქარიას (მღვდელი) ძე - მედავითნე. სრულად ნახვა
ღვინიაშვილი გიორგი ილიას ძე - მღვდელი. 1867-1908წწ ბიოგრაფია სრულად ნახვა
ღვინიაშვილი ნიკოლოზი (რევაზი) - არქიმანდრიტი. 2008 წლის 13 იანვარს ბერად აღკვეცა. 2011 წლის 26 აპრილს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი სრულად ნახვა
ღვინიაშვილი (მღვდელი) სოფ.მაშნაარი, სიღნაღის მაზრა მოკლეს. ხომლი 1908.-6 აგვისტო, N21, გვ.2, ახალი ამბები

ღვინიაშვილი ბესარიონ მღვდელი 1826წ. დუშეთი


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.