სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11742

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ჯინჭარაძე დავითი იესეს ძე იღუმენი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჯინჭარაძე დავითი იესეს ძე იღუმენი

1860-1965წწ

1900წ. მღვდელი აკეთი (ზემო, ლანჩხუთი) წმიდა გიორგის ეკლესია

1940წ. იღუმენი მათხოჯი (ხონი) წმიდა ნინოს დედათა მონასტერი

1965წ. იღუმენი ჯიხეთი (ლანჩხუთი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი, დედათა მონასტერი დაკრძ. იქვე

ჯინჭარაძე დავითი  იღუმენი, მგალობელი

ჯინჭარაძე დავითი  იღუმენი, მგალობელი, ჯიხეთის დედათა მონასტერი 1965წ. სხვა წყარო 1860–1965წწ  ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.


მათხოჯის დედათა მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას წლების მანძილზე მამა დავით ჯინჭარაძე წარმართავდა. მამა დავითი გახლდათ ცნობილი მგალობელი, ათონზე გაზრდილი, ანტონ დუმბაძის მოწაფე. ის თავის დროზე ცოლიანი მღვდელი იყო. შემდეგ ცოლ-ქმარი შეთანხმდა და დავითი ბერად აღიკვეცა, მისი მეუღლე ნინო - მონაზვნად. მამა დავითი ჯერ აკენში მსახურობდა. როცა იქ ეკლესია-მონასტრები დახურეს და დაანგრიეს, მათხოჯში დასახლდა. ამ საოცარ, დიდად განათლებულ ადამიანს ჯერ კიდევ აკენში მსახურებისას ჰყავდა დაყენებული დიდი გუნდი, მათხოჯშიც ისე გაწვრთნა გალობაში მონაზვნები, რომ იქაურებს დღესაც ახსოვთ და ენატრებათ მათი ტკბილხმოვანი გალობა. აბა, ასეთ მოძღვარს ვინ მოასვენებდა, ლამის ყოველ პარასკევ საღამოს იჭერდნენ და ორშაბათს უშვებდნენ, რათა ეკლესიაში არ ეწირა. მიუხედავად დიდი დევნისა და ათეისტური პროპაგანდისა, ხალხი მაინც დადიოდა ტაძარში, რასაც კომუნისტები ვერ მოითმენდნენ. გავიდა წლები. მოხუცი, ავადმყოფი იღუმენი დავითი ისევ გურიაში დაბრუნებულა. იგი ჯიხეთის დედათა მონასტერში დაუკრძალავთ.

საფლავის ფოტო გადაღებულია ჯიხეთის დედათა მონასტერში დავით ფეიქრიშვილის მიერ

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.